Accessibility links

logo-print

ადგილობრივ თვითმმართველობაში მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა იწყება, მაგრამ გორში პროექტის მომზადების წინ უკვე ტრადიციად იქცა, პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით და საზოგადოების ჩართულობის უზრუნველსაყოფად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა არასამთავრობო სექტორთან შეხვედრა. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, გორის გენდერის მედიაცენტრის ინიციატივით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, გორის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად პრიორიტეტების მომზადების მიზნით, საჯარო დისკუსია გამართეს. საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე მიიჩნევს, რომ მესამე სექტორის ჩართულობა ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრაში მნიშვნელოვანია, რაც, საბოლოოდ, ქალაქის განვითარებაზე აისახება.

არასამთავრობო სექტორმა ქალაქის მუნიციპალიტეტს პრიორიტეტებად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სრულფასოვანი ადაპტაციის ხელშეწყობა, ახალგაზრდული პროექტების მხარდაჭერა, სოციალური პაკეტების გაუმჯობესება, ქალაქის იერსახეზე ზრუნვა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და სკოლამდელი განათლების გაუმჯობესება შესთავაზა. არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავლის ინიციატივის“ წარმომადგენლის ბადრი ციქუბაძის აზრით, მნიშვნელოვანია, ადგილობრივი ხელისუფლება რომარასამთავრობო ორგანიზაციების მოსმენას იწყებს, რადგან სწორედ მესამე სექტორს აქვს ყველაზე მეტი ინფორმაცია საზოგადოების საჭიროებათა შესახებ.

გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი აცხადებს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში მთავარ პრიორიტეტებად ისევ სოციალური პაკეტის გაუმჯობესება და ინფრასტრუქტურული პროექტები დარჩება.

შეხვედრაზე მყოფმა ხელისუფლებისა და მესამე სექტორის წარმომადგენლებმა მომზადებული პროექტები გენდერულ ჭრილშიც განიხილეს. პრიორიტეტების დოკუმენტი საფუძვლად დაედება მომავალი საბიუჯეტო წლის დაგეგმვას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG