გორის „დილა“ ჩემპიონია
13 მაისს საფეხბურთო კლუბი გორის „დილა“, თავისი არსებობის ისტორიაში პირველად, საქართველოს ჩემპიონი გახდა. გათამაშების დასრულებამდე 2 ტურით ადრე „დილამ“ სამტრედიის „სამტრედიასთან“ გაიმარჯვა ანგარიშით 1:0. გადამწყვეტი გოლი გუნდის კაპიტანმა ალექსანდრე კვახაძემ გაიტანა. „დილის“ უშუალო კონკურენტმა ბათუმის „დინამომ“ ბოლნისის „სიონთან“ წააგო. შედეგად, ქულების მიხედვით, „დილა“ კონკურენტისთვის მიუღწეველი გახდა. „დილის“ ავტობუსი სამტრედიიდან გორში ღამის 12 საათისთვის ჩამოვიდა. გულშემატკივრები გუნდს სტადიონთან დახვდნენ და მათთან ერთად იზეიმეს.
ეპიზოდები
-
აპრილი 17, 2024
აქციაზე დევნის ქრონიკა
-
აპრილი 16, 2024
„არა რუსულ კანონს!“ - დრონით გადაღებული საპროტესტო აქცია
-
აპრილი 11, 2024
რას გვიყვება უძველესი მცენარის მტვრის მარცვალი?
-
აპრილი 10, 2024
შვილი: სანდრო თაქთაქიშვილი
-
აპრილი 01, 2024
ომისთვის გაწვრთნილები