Accessibility links

logo-print

ბალტიმორის პროკურორი: "გრეის სიკვდილი ჰომიციდი იყო"


ბალტიმორის პროკურორი მერილინ მოსბი

ბალტიმორის პროკურორი მერილინ მოსბი

ბალტიმორის შტატის პროკურორი აცხადებს, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ფრედი გრეის დაკავებაში მონაწილე პლიციელების წინააღმდეგ საქმე აღიძრას. პრეს-კონფერენციაზე მან სიტყვა “ჰომიციდი” ახსენა.

მერილენდის შტატის ქალაქ ბალტიმორის მთავრობა მოსახლეობას სიმშვიდისკენ და მოთმინებისკენ მოუწოდებს. შავკანიანი მამაკაცის წინასწარ პატიმრობაში გარდაცვალების საქმეზე პოლიციამ გამოძიება გუშინ დაასრულა და დასკვნა პროკურატურას გადასცა, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს გაასამართლებენ თუ არა ფრედი გრეის დაკავებაში მონაწილე პოლიციელებს.

გამოძიების დასკვნა საჯაროდ არ გამოქვეყნებულა, რამაც იმ ადამიანების იმედგაცრუება გამოიწვია, ვინც ფრედი გრეის სიკვდილის შემდეგ ქალაქში საპროტესტო აქციებს მართავდნენ. 25 წლის გრეი წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას ხერხემალზე მიყენებული დაზიანებების შედეგად 19 აპრილს გარდაიცვალა.

შტატის პროკურორმა მერილინ მოსბიმ გუშინ განაცხადა, რომ მისი აპარატი დამოუკიდებელ გამოძებასაც ატარებს და საზოგადოებას სიმშვიდისკენ, მოთმინებისკენ და მართლმსაჯულების სისტემის ნდობისკენ მოუწოდა.

გუშინ დემონსტრანტებმა ბალტიმორში მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს, რომელიც კომენდანტის საათის გამო ღამის 10 საათამდე დასრულდა აქცია მშვიდობიანი იყო.

XS
SM
MD
LG