Accessibility links

logo-print

ჩიკაგოში ნატოს სამიტი გრძელდება


ლეონ პანეტა, ბარაკ ობამა, ანდერს ფოგ რასმუსენი. ნატოს სამიტი ჩიკაგოში

ლეონ პანეტა, ბარაკ ობამა, ანდერს ფოგ რასმუსენი. ნატოს სამიტი ჩიკაგოში

დღეს ჩიკაგოში ნატოს სამიტი გრძელდება. გაიმართება შეხვედრა ავღანეთის საკითხზე, თავდაპირველად სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურების დონეზე.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა სამიტის გახსნაზე განაცხადა:

“ჩვენ ერთად დავგეგმავთ მომავალ მოქმედებებს ავღანეთში. უზრუნველვყოფთ იმას, რომ 2014 წლამდე დავასრულებთ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის ავღანეთის ძალებისთვის სრულად გადაცემას. ჩვენ აგრეთვე მკაფიოდ განვაცხადებთ ჩვენი ვალდებულების შესახებ 2014 წლის შემდეგ ავღანეთთან გრძელვადიანი პარტნიორობის შესახებ”.

დღეს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები ჩიკაგოს სამიტის ფარგლებში შეხვდებიან ბოსნიისა და ჰერცეგოვინის, საქართველოს, ჩერნოგორიისა და იუგოსლავიის ყოფილის რესპუბლიკის - მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრებს. ეს შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

20 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა არაწევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი:

“მოუთმენლად ველი შეხვედრას ნატოს მეზობლებთან და პარტნიორებთან, რომლებიც ასეთ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნატოს ოპერაციებში როგორც ავღანეთში, ისე ლიბიაში. ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ნატო მართლაც არის გლობალური უსაფრთხოების პარტნიორების ცენტრი. დედამიწაზე მსგავსი სხვა არაფერი არსებობს”.

თბილისის დროით 21:15-ზე ნატოს გენერალური მდივნის პრესკონფერენციაა დაგეგმილი. შემდეგ იქნებ შეხვედრა ნატოს პარტნიორი ქვეყნების სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურთა დონეზე, რასაც მოჰყვება ნატოს გენერალური მდივნის მორიგი პრესკონფერენცია.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG