Accessibility links

logo-print

სემეკის თავმჯდომარეს სასამართლომ 3000 ლარიანი გირაო შეუფარდა


გურამ ჩალაგაშვილი

გურამ ჩალაგაშვილი

19 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი 3 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. პროკურატურა მას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში სდებდა ბრალს და მისთვის 10 000 ლარიანი გირაოს შეფარდებასა და სამსახურიდან დათხოვნას მოითხოვდა. ჩალაგაშვილს ბრალი 12 იანვარს წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირში, რესტორან ”ამირანში” მომხდარი ინციდენტის გამო წაუყენეს, რომლის დროსაც სემეკის თავმჯდომარის მოთხოვნით და, როგორც თავად ჩალაგაშვილი აცხადებს, ”უსაფრთხოების მიზნით”, ელექტროენერგია გაეთიშა როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე ქუთაისის ნაწილს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა, სემეკის თამჯდომარის გურამ ჩალაგაშვილისათვის აღმკვეთ ღონისძიებად 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდებინათ, ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ჩალაგაშვილს 3000 ლარის გადახდა მოუწევს. სასამართლო სხდომიდან გამოსულმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს აბსურდის თეატრი უწოდა და თქვა, რომ პროკურატურამ მის წინააღმდეგ ხელმოსაჭიდი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა:

”ეს პოლიტიკური დაკვეთაა. მარეგულირებელი ორგანო ერთადერთია საქართველოში, რომელსაც მაკონტროლებელი არ ჰყავს და, ალბათ, ამ გზით ცდილობენ გარკვეული სახის კონტროლი განახორციელონ კომისიაზე. კონკრეტული მტკიცებულება იყო მხოლოდ ჩემი სატელეფონო ზარი, რომ საფრთხის აცილების მიზნით შეეწყვიტათ ელენერგია რამდენიმე წუთის განმავლობაში. იმდენად აბსურდული ბრალდებაა, რომ მოსამართლეს სახიდან ღიმილი არ მოსცილებია”.

ჩალაგაშვილის ადვოკატმა თეიმურაზ მესხმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ჯერ კიდევ სასამართლო სხდომამდე განაცხადა, რომ გამოძიებას ბრალის წარდგენის საფუძველი არ გააჩნდა. იგივე კომენტარი გააკეთა ჩალაგაშვილის ადვოკატმა მედიასთან სხდომის დასრულების შემდეგაც.
ფაქტია, რომ ისევ გრძელდება პოლიტიკური დევნა. აღარც კი ფიქრობენ რა ბრალდება წაუყენონ ადამიანებს - მთავარია, რამე ბრალდება იყოს, მათ მიერ გამოგონებულიც ...

შეგახსენებთ, რომ გურამ ჩალაგაშვილი ჯერ კიდევ 18 იანვარს, დაკითხვის შემდეგ აცხადებდა, რომ მას თანამდებობრივი უფლებამოსილებისათვის არ გადაუჭარბებია. მისი თქმით, 12 იანვარს წყალტუბოს ერთ-ერთ სოფელში მდებარე რესტორან ”ამირანში” მყოფმა სემეკის თავმჯდომარემ დამწვრის სუნი იგრძნო, რის შემდეგაც, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, სს ,,ენერგო პრო ჯორჯიას" დაუკავშირდა და ელექტროენერგია გარკვეული ხნით გაათიშინა.

გამომძიებელმა სერგი ადეიშვილმა კი განაცხადა, რომ გამოძიება გურამ ჩალაგაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის გამო (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) ედავება. მისი თქმით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ელექტროენერგიის გამორთვის მიზეზი არ არსებობდა. იმ დღეს ელექტროენერგიით მომარაგება, წყალტუბოს სოფლის გარდა, ქუთაისშიც შეწყდა.

ბრალდებას სასაცილოს და აბსურდულს უწოდებს იმერეთში პრეზიდენტის რწმუნებული ვახტანგ ბალავაძე და ჩალაგაშვილის წინააღმდეგ საქმის აღძვრის პოლიტიკურ მოტივზე ლაპარაკობს:
კომპანიის საქმიანობაში ასეთი ჩარევის უფლება არა აქვს არც მინისტრს, არც რომელიმე თანამდებობის პირს. ელექტროენერგიის გათიშვის შედეგად არა მხოლოდ კონკრეტულ რესტორანში გაითიშა შუქი ...

”ფაქტია, რომ ისევ გრძელდება პოლიტიკური დევნა. აღარც კი ფიქრობენ რა ბრალდება წაუყენონ ადამიანებს - მთავარია, რამე ბრალდება იყოს, მათ მიერ გამოგონებულიც. მე ვფიქრობ, რომ ეს ამხელა სპექტაკლიც იმისთვის დადგეს, რომ ჩალაგაშვილს უფლებამოსილება შეუჩერონ”.

სემეკ-ის ხელმძღვანელის დაკავების ფაქტს 18 იანვარს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძეც გამოეხმაურა - ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისათვის მიცემულ ინტერვიუში კალაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო მოხელეს არა აქვს უფლება ჩაერიოს კერძო კომპანიის - კერძოდ, ”ენერგო პრო ჯორჯიას” - საქმიანობაში:

”კომპანიის საქმიანობაში ასეთი ჩარევის უფლება არა აქვს არც მინისტრს, არც რომელიმე თანამდებობის პირს. ელექტროენერგიის გათიშვის შედეგად არა მხოლოდ კონკრეტულ რესტორანში გაითიშა შუქი, არამედ შუქი გამოერთო ქუთაისის სხვადასხვა უბანს, კლინიკას. რა თქმა უნდა, ეს შემაშფოთებელია”.

გიორგი თევდორაძე კი აცხადებს, რომ ჩალაგაშვილის წინააღმდეგ საქმის აღძვრას ერთადერთი მოტივი ჰქონდა - მისი თქმით, ახალ ხელისუფლებას კიდევ ერთი სამსახურის მართვის ბერკეტების ხელში ჩაგდება სურს.

19 იანვარს, მეორე სასამართლო სხდომაზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ჩალაგაშვილისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG