Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰააგის სასამართლომ გააუქმა გადაწყვეტილება „იუკოსის“ მეწილეებისთვის ფულის გადახდაზე


ჰააგის სასამართლომ გააუქმა საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც რუსეთს დაევალა 50 მილიარდი დოლარი გადაეხადა უკვე აღარარსებული ნავთობკომპანიის, "იუკოსის", მეწილეებისათვის.

ჰააგის საოლქო სასამართლოს შეფასებით, საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ არასწორი ინტერპრეტაცია მისცა ხელშეკრულებას, რომელსაც რუსეთმა მართალია, ხელი მოაწერა, მაგრამ არ მოუხდენია მისი რატიფიცირება. ამასთან, საარბიტრაჟო სასამართლოს არ გააჩნდა "იუკოსის" ყოფილი მეწილეებისათვის ფულადი ანაზღაურების განსაზღვრის უფლებამოსილება. ჰააგაში დაფუძნებულმა მუდმივმოქმედმა საარბიტრაჟო სასამართლომ 2014 წელს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მოსკოვმა 2003 წელს გადასახადებთან დაკავშირებული მოთხოვნა გამოიყენა „იუკოსზე“ კონტროლის დასამყარებლად და მისი აღმასრულებელი დირექტორის, მულტიმილიარდერ მიხაილ ხოდორკოვსკის გასაჩუმებლად. "იუკოსის" მეწილეები ახლა აპირებენ ჰააგის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრონ დღევანდელი გადაწყვეტილება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG