Accessibility links

logo-print

მეტრო ”სადგურის მოედანთან” დასაშვებზე მეტი მტვერია


თბილისის რკინიგზის სადგური

თბილისის რკინიგზის სადგური

თბილისში, მეტროს სადგურ ”სადგურის მოედანთან” მტვრის ერთჯერადი კონცენტრაცია კვადრატულ მეტრზე მაქსიმალურ ზღვარს აღემატება - ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ გარემოს დაბინძურების ექსპრეს-ლაბორატორიის კვლევის შედეგებში. კვლევა 30 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდა. ლაბორატორიამ თბილისსა და რუსთავში, 22 ადგილას გამოიკვლია მტვრის, ნახშირორჟანგის, აზოტის დიოქსიდის შემცველობა კვადრატულ მეტრზე, ასევე ელექტრო-მაგნიტური გამოსხივება კვადრატულ სანტიმეტრზე და ხმაურის დონე დეციბელებში. ყველაზე ხმაურიანი ადგილი თბილისში მეტროსადგურ ”300 არაგველთანაა”. ხმაურის მაქსიმალური დონე დასაშვებ ზღვარს აღემატება ასევე მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“, მეტროსადგურ „სარაჯიშვილთან“, მეტროსადგურ „ნაძალადევთან“, მეტროსადგურ „სადგურის მოედანთან“, აბანოთუბანში, მეტროსადგურ „მარჯანიშვილთან“ და წყნეთში მაღაზია ,,სმარტთან“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG