Accessibility links

ჰასან როჰანი: "ირანელების უმრავლესობა მხარს უჭერს შეთანხმებას"


ჰასან როჰანი

ჰასან როჰანი

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ განაცხადა, რომ ირანელების უმრავლესობა მხარს უჭერს ახლახან ხელმოწერილ შეთანხმებას ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვაზე საერთაშორისო სანქციების გაუქმების სანაცვლოდ. ჰასან როჰანიმ ინტერვიუ მისცა ამერიკულ სატელევიზიო გადაცემა „60 წუთს“.

ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანელებს კვლავაც უნდობლობა აქვთ აშშ-ის მიმართ, თუმცა, ახალმა შეთანხმებამ უნდა გააუმჯობესოს ურთიერთობები:

„დისტანცია, უთანხმოება, ნდობის ნაკლებობა მალე აღმოიფხვრება. მჯერა, გადავდგით პირველი ნაბიჯები შუღლის შესასუსტებლად“. ჰასან როჰანიმ აგრეთვე განაცხადა, რომ თეირანი დაინტერესებულია აშშ-სთან „პატიმართა გაცვლაში“. ირანს დაპატიმრებული ჰყავს აშშ-ის რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის - „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტი ჯეისონ რეზაიანი.

ირანს სურს აშშ-ის ციხეებიდან ირანის მოქალაქეების გათავისუფლება. ზოგიერთ მათგანს ბრალად ედება სანქციების რეჟიმის დარღვევა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG