Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონის ბრძოლა პრეზიდენტობისთვის


ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი
ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი

ამერიკის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება ოფიციალურად დაიწყო, ის დემოკრატიული პარტიის ნომინანტობის უდავო ფავორიტია. 67 წლის ყოფილი სახელმწიფო მდივნისთვის, ყოფილი პირველი ლედისთვის და ერთგზის სენატორისთვის ეს გაპრეზიდენტების მეორე მცდელობაა.

“მე კენჭს ვიყრი პრეზიდენტობისთვის” - ამ სიტყვებით იწყება ვიდეო რგოლი, რომელიც ამერიკელების ყოველდღიურ გამოწვევებს და მიზნებს აღწერს და რომლითაც ჰილარი კლინტონმა 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობაზე განაცხადი ოფიციალურად გააკეთა.

“ყოველდღე ამერიკელებს ჩემპიონი სჭირდებათ, მე მინდა ვიყო ეს ჩემპიონი” - ამბობს კლინტონი ვიდეო რგოლში.

სარეკლამო რგოლი საშინაო საკითხებზეა ფოკუსირებული.

“ამერიკელები მძიმე ეკონიმიკისგან თავის დასაღწევად იბრძოდნენ, მაგრამ ამით მაღალ ეშელონებში ზოგიერთებმა იხეირეს” -ამბობს კლინტონი ვიდეოში.

კამპანიის დაწყების შემდეგ კლინტონს ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა, მათ შორისაა პირადი იმეილების გამოყენება და 2012 წელს ბენღაზიში ამერიკის საელჩოზე თვადასხმისას სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებები.

“ოთხი ამერიკელი დაიღუპა. იყო ეს პროტესტის გამო თუ იმიტომ რომ ბიჭები ღამით სასერინოდ გავიდნენ და ამერიკელების მოკვლა გადაწყვიტეს, ამ შემთხვევაში ამას რა მნიშვნელობა აქვს?” - ჰილარი კლინტონის გამოსვლიდან ეს ამონარიდი რესპუბლიკელებმა უკვე გამოიყენეს სარეკლამო რგოლში, სადაც მის გადაწყვეტილებებს და მმართველობის სტილს აკრიტიკებენ.

ციტატა რესპუბლიკელი რენდ პოლის საარჩევნო კლიპიდან:

“ჰილარი კლინტონი ვაშინგტონის ყველაზე უარესი მანქანის განსახიერებაა. ქედმაღლობა, კორუფცია, საქმეების მიჩქმალვა, ინტერესთა კონფლიქტები, ტრაგედიით დამთავრებული მმართველობის მარცხი.”

“ის გდაჯაჭვულია ობამას ადმინისტრაციასთან. არ მგონია, რომ ეს მისი პლიუსი იყოს,” ამბობს 2012 წელს პრეზიდენტობისთვის მებრძოლი მაიკ ჰაკაბი.

სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი მის წინამორბედს იცავს: “სახელმწიფო მდივანმა კლინტონმა ალიანსის თავიდან აღმშენებლობაში დიდი როლი შეიტანა, რაც უკანასკნელ წლებში დაქუცმაცებული იყო.”

იგივეს ამბობს პრეზიდენტი ობამაც: “ის გამორჩეული სახელმწიფო მდივანი იყო. ის ჩემი მეგობარია. ვფიქრობ ის ბრწყინვალე პრეზიდენტი იქნება.”

პოლიტიკური მიმომხილველი ჩარლი კუკი ამბობს, რომ ჰილარი კლინტონი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საჯარო მოხელეა. მას დემოკრატიულ პარტიაში აქამდე მეტოქე არ გამოჩენია, რაც მას უნიკალურ შანსს აძლევს.

“ჰილარი კლინტონი თავისი თავის წინააღმდეგ იყრის კენჭს. მან უნდა აჩვენოს რომ 21-ე საუკუნეში ისევ რელევანტურია. ის მომავალზე უფრო მეტად უნდა იყოს ორიენტირებული, ვიდრე წარსულზე,” ამბობს კუკი.

ჰილარი კლინტონი ამომრჩევლის წინაშე მარტო უნდა წარსდგეს, მიუხედავად მისი ქორწინებისა ყოფილ პრეზიდენტთან და იმ ადმინისტრაციაში მსახურისა, რომელიც უკრაინის და იემენის გამოწვევების წინაშე დგას.

კვირას მან სცადა ეჩვენებინა, რომ ამერიკა ვაშინგტონით იმედგაცრუებულია და რომ ელექტორატი მზად არის თეთრი სახლის მართვა მის პარტიას ზედიზედ მესამედ მიანდოს.

XS
SM
MD
LG