Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნიკალური ხელოვნება: ჰირომის საფორტეპიანო ჯაზი


ჰირომი
ჰირომი

ცოცხალმა ლეგენდამ, ჯაზ-პიანისტმა აჰმად ჯამალმა იაპონელი ჯაზ ვირტუოზის ჰირომის დახასისათებისას აღნიშნა, რომ მუსიკოსმა „საკუთარი ჟანრი აღმოაჩინა“. სუპერტრიომ, რომელიც უკვე 4 წელია დაარსდა და ელექტრო ბას-გიტარისტის ენტონი ჯექსონის და დრამერის საიმონ ფილიპსის თანამონაწილეობით სამი კრებული გამოსცა, ჯამალის ეს სიტყვები კიდევ ერთხელ, კრებულ "Alive”-ის წარმატებით დაადასტურა.

ტრიოს ბოლო ნამუშევარი გაყიდვაში 17 ივნისს გამოვიდა. კრიტიკოსების აზრით, ეს არის საკმაოდ თანამედროვე და დინამიური კრებული. ცნობილია, რომ ჰირომი სხვადასხვა ჟანრის მუსიკას ასრულებს, თუმცა ამ ჟანრების ერთგვარ შერწყმას მუსიკოსი, ერთი კომოზიციის სახით, ახალ კრებულში ახდენს, რაშიც არაჩვეულებრივ პარტნიორობას ენტონი ჯექსონი და საიმონ ფილიპსიც უწევენ. ჯაზი, ფანკი, სვინგი, კლასიკური დეტალები ამ კრებულში უზადოდაა შერწყმული. კომპოზიციების უმეტესობა თავად ჰირომის ეკუთვნის, თუმცა ყველა მათგანში თითოეული ბენდის წევრის ხელწერაც შეიმჩნევა.

"კომპოზიცია Dreamer კინომუსიკას მოგვაგონებს"-აღნიშნავს „გარდიანის“ ჯაზ კრიტიკოსი ჯონ ფორდჰამი. "Player-ის მსმენელს კი მაკოი ტაინერის დროის განცდა უჩნდება",-დასძენს ის.

გასულ კვირას მუსიკოსი ვაშინგტონს ეწვია, სადაც მან ისტორიულ დარბაზში- ჰოვარდის თეატრში-კონცერტი გამართა. კონცერტი ზემოხსენებული კრებულის ტურის ფარგლებში განხორციელდა და პირველივე აკორდიდან დარბაზი მუსიკოსის გადამდებმა ენერგიამ მონუსხა. 90 წუთიანმა კონცერტმა კი ერთ ამოსუნთქვაზე ჩაიარა.

დასასრულს, გავაჟღერებთ კომპოზიციას ახალი კრებულიდან "Alive”, სახელწოდებით „Life Goes On” -ანუ "ცხოვრება გრძელდება".

XS
SM
MD
LG