Accessibility links

logo-print

ევროპის ქვეყნებიდან აზერბაიჯანში ყველაზე უხეშად ირღვევა ჰომოსექსუალთა უფლებები


უფლებადამცველების შეფასებით, ევროპის ქვეყნებიდან აზერბაიჯანში ყველაზე უხეშად ირღვევა ჰომოსექსუალთა უფლებები. ორგანიზაცია „ILGA-ევროპა ცისარტყელას“ ინდექსში, რომელიც 10 მაისს გამოქვეყნდა, ევროპის 49 ქვეყანა არის შეფასებული იმ კანონების, პოლიტიკური ზომების და პრაქტიკული ნაბიჯების მიხედვით, რომლებიც ლგბტ თემს ეხება. ყველაზე დაბალი მაჩვენებლები ერგოთ სომხეთს, რუსეთს და აზერბაიჯანს. საქართველო 30-ე ადგილზეა. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ლგბტ აქტივისტების უფლებების ხელყოფა საქართველოში 2015 წელსაც მნიშვნელოვანი თემა იყო, ზოგ აქტივისტს მოკვლით ემუქრებოდნენ და არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმებიც განხორციელდა. მაგრამ ზეწოლის მიუხედავად, ლგბტ თემმა შეძლო აღენიშნა ჰომოფობიის საწინააღმდეგო დღე და ტრანსგენდერთა ხსოვნის დღე. „ILGA - ევროპა ცისარტყელას" ინდექსში ლიდერობენ მალტა, ბელგია და ბრიტანეთი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG