Accessibility links

თურქეთმა პირველი იერიში მიიტანა „ისლამურ სახელმწიფოზე“


თურქეთი აცხადებს, რომ მისმა ავიაციამ, აშშ-ის მოქმედი კოალიციის ფარგლებში, პირველი იერიში განახორციელა ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ.

ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავიაციამ იერიში 28 აგვისტოს, საღამოს მიიტანა სირიის საზღვრის გასწვრივ მდებარე ექსტრემისტების პოზიციებზე.

ოპერაციამდე თურქეთმაც და აშშ-მა აგვისტოს დასაწყისში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, ანკარა შეუერთდა "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მოქმედ საერთაშორისო კოალიციას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG