Accessibility links

იმერეთის გუბერნატორის ერთწლიან საქმიანობას არაერთგვაროვნად აფასებენ იმერეთში. თვითმმართველობათა წარმომადგენლები ამბობენ, რომ გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, თავისი წინამორბედისგან განსხვავებით, ადგილობრივ თვითმმართველობათა საქმიანობაში ღიად არ ერევა. რადიო თავისუფლების რესპონდენტთა ნაწილი მას უფრო მეტად იცნობს როგორც ანსამბლ „ქართული ხმების“ სოლისტსა და კარგ მომღერალს.

იმერეთის გუბერნატორის თანამდებობაზე გივი ჭიჭინაძე 2015 წლის 23 თებერვალს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენით დაინიშნა, სახელმწიფო რწმუნებულის პოსტი მან მას შემდეგ ჩაიბარა, რაც მისმა წინამორბედმა, ზაზა მეფარიშვილმა, თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. იმერეთის გუბერნატორად დანიშვნამდე გივი ჭიჭინაძე თბილისში ვაკის რაიონის გამგებელი იყო. რადიო თავისუფლების რესპონდენტთა ნაწილმა გუბერნატორის ვინაობა საერთოდ არ იცის, ნაწილი კი ამბობს, რომ ის კარგი მომღერალია, მაგრამ მისი ინიციატივით განხორცილებული საქმიანობის დასახელება უჭირს.

რადიო თავისუფლების მიერ ქუჩაში გამოკითხული რესპონდენტების ერთი ნაწილის მსგავსად, იმერეთის გუბერნატორის საქმიანობას არაერთგვაროვნად აფასებს ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, იმერეთის ყოფილი ვიცე-გუბერნატორი, ამირან ძოწენიძე.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, რესპუბლიკელი იმედა გოგავა მიიჩნევს, რომ გუბერნატორის ფუნქციები კანონით მკვეთრად არ არის განსაზღვრული, თუმცა მისი საქმიანობა ძირითადად თვითმმართველობათა საქმიანობის კონტროლით შემოიფარგლება.

სახელმწიფო რწმუნებულისა და მისი აპარატის არსებობას იმ ფორმით, რომლითაც დღეს ფუნქციონირებს გუბერნატორის ინსტიტუტი, უარყოფითად აფასებს „ახალი პოლიტიკური ცენტრის - ‘გირჩის’“ ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა განცხადებით, საქართველოს რამდენიმე რეგიონში გუბერნატორის შეცვლა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან წასვლას უკავშირდება, რადგან მთავრობის წარმომადგენლები რეგიონებში სწორედ მისი წარდგენით იყვნენ დანიშნულნი, თუმცა გაგრძელდება თუ არა საკადრო ცვლილებები სხვა რეგიონებში, და, მათ შორის, იმერეთშიც, ამირან ძოწენიძისავე განცხადებით, წინასწარ ძნელი სათქმელია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG