Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ფიცი დადო


თბილისში, პარლამენტის ყოფილი შენობის ეზოში, გაიმართა საქართველოს ახალი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის ცერემონია, რომელსაც, ქვეყნის მთავრობის წევრებთან და მაღალი რანგის სხვა იფიციალურ პირებთან ერთად, დაესწრნენ 50-ზე მეტი სახელმწიფოს სამთავრობო დელეგაციები.

უცხოელ სტუმართა შორის იყვნენ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე თომას მელია, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი; სომხეთის, რუმინეთის, ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრები; სხვა ქვეყნების მთავრობათა წევრები.

ინაუგურაციას არ დასწრებია აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობა.

27 ოქტომბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მარგველაშვილმა ხმების 62 პროცენტზე მეტი მოაგროვა და დამაჯერებლად აჯობა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, დავით ბაქრაძეს.
XS
SM
MD
LG