Accessibility links

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა განათლების 2013-2016 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. სტრატეგიაში აქცენტი ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ინკლუზიური განათლების მასშტაბების ზრდაზე კეთდება. საქართველოს მასშტაბით ინკლუზიურ განათლებაში 216 სკოლაა ჩართული, სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა კი 4000-ს აღწევს.

სალი მესამე კლასშია. მის კლასელს, ნინის, სიარული არ შეუძლია და ეტლში ზის. სკოლას მხოლოდ ერთი პანდუსი აქვს. ამ პანსუდით ნინი შენობაში შედის. სკოლის შიგნით კი ნინი დედას ხელში აყვანილი დაჰყავს. სალიმ ნინიზე სიზმარი ნახა:

”ვითომ ერთხელ მოვიდა სკოლაში და მას უკვე სიარული შეეძლო კარგად და ერთად ვთამაშობდით”.
სახელმწიფო ყოველთვის არის ვალდებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების წინაშე, რათა მათ მისცეს განათლების საშუალება. სტრატეგია წარმოადგენს სახელმწიფოს ხედვას, თუ როგორ უნდა გადავჭრათ ჩვენ პრობლემები...


მარიტა მერაბის მეგობარია. უკვე ოთხი წელია, კლასელები არიან. მერაბიკო სმენადაქვეითებულია, უჭირს ლაპარაკიც, მაგრამ, როგორც მარიტას საუბრიდან ვხვდები, არც მას და არც მის კლასელებს ეს მერაბთან მეგობრობაში ხელს არ უშლის:

”მერაბიკო კარგი ბავშვია, კეთილია ძალიან, ვმეგობრობთ და კარგად ვთამაშობთ. მერაბიკო ახლა კარგად სწავლობს, აღარ უჭირს სწავლა. უფრო კარგად და ხმამაღლა ლაპარაკობს - ისე, რომ ყველას გვესმის მისი ლაპარაკი”.

მერაბის დედამ, ნინომ, სწორედ იმიტომ გადაწყვიტა შვილის საჯარო სკოლაში შეყვანა, რომ დარწმუნებული იყო, რიგითი სკოლა მის შვილს გაცილებით მეტ შესაძლებლობას მისცემდა და, რაც მთავარია, საზოგადოებასთან ურთიერთობას მიაჩვევდა:

”ჰყავს სამეგობრო წრე, უყვარს კლასელები და ბავშვებთანაც მშვენივრად არის. კომუნიკაციას ამყარებს მეტყველ ბავშვებთან. ყრუთა სკოლაში რომ მოხვედრილიყო, ისწავლიდა ჟესტებით საუბარს, მაგრამ შესაძლებელი იყო, რომ ნორმალური მეტყველება საერთოდ ვერ ესწავლა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოფილიყო განათლების სისტემაში ჩართული და ამიტომაც შევიყვანე იმ საჯარო სკოლაში, სადაც ინკლუზიური განათლება იყო”, - ამბობს ნინო.

ინკლუზიური განათლების განვითარება საქართველოში 2009 წელს მას შემდეგ დაიწყო, რაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა და ნორვეგიის ელჩმა საქართველოში ხელი მოაწერეს პროექტს, სახელწოდებით ”ინკლუზიური განათლების განვითარება საქართველოს 10 რეგიონის საჯარო სკოლებში”. პროექტით დაგეგმილი იყო სკოლებში შესაბამისი ფიზიკური გარემოსა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა რეგისტრაცია, შეფასება, ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შექმნა; სკოლის პედაგოგების, ადმინისტრაციისა და სპეციალისტების პროფესიული განვითარება. ამჯერად განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ცდილობს შეაჯამოს განვლილი ეტაპი და საზოგადოებას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა განათლების 2013-2016 წლების სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას სთავაზობს. ნათია ჯოხაძე, ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მახასიათებლებზე საუბრობს:

”სახელმწიფო ყოველთვის არის ვალდებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების წინაშე, რათა მათ მისცეს განათლების საშუალება. სტრატეგია წარმოადგენს სახელმწიფოს ხედვას, თუ როგორ უნდა გადავჭრათ ჩვენ პრობლემები, მაგალითად, სკოლებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგების თვალსაზრისით, სწავლების კონცეფციის თვალსაზრისით. მაგალითად, ბავშვებს, რომლებსაც აქვთ სმენის პრობლემები ან ბავშვებს, რომლებსაც აქვთ მხედველობის პრობლემები, ცხადია, მათ სხვა ტიპის მიდგომა სჭირდებათ; ასევე სხვა ტიპის ცოდნა და კომპეტენცია სჭირდებათ მასწავლებლებსაც”.
მასწავლებელი დირექტორთან ერთად აყენებს მოთხოვნას განათლების სამინისტროში არსებულ მულტიდისციპლინურ გუნდთან. გუნდში შემავალი პროფესიონალები, საჭიროებიდან გამომდინარე, აფასებენ ბავშვის მდგომარეობას...


მასწავლებლების კომპეტენციის ამაღლებას აუცილებლად მიიჩნევს რადიო თავისუფლებასთან საუბარში მერაბის დედა ნინოც. როგორც ის ამბობს, მისი შვილის საჭიროებებს საგანმანათლებლო პროცესში ყველაზე უკეთ ე.წ. დამრიგებელი ართმევს თავს. სხვა საგნების მასწავლებლები კი ნაკლებინფორმირებულნი არიან იმის თაობაზე, თუ როგორ დაამყარონ ურთიერთობა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან.

განათლების პროცესის უკეთ დაგეგმვის მიზნით, შემუშავდა მოსწავლეთა საგანმანათლებლო საჭიროების შეფასების სამი ინსტრუმენტი, ანუ ფსიქოლოგიური ტესტები, რომლებიც გამოიყენება განათლების სისტემაში. როგორც ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე ამბობს, როდესაც საუბარია მოზარდის განსაკუთრებულ საჭიროებაზე, აუცილებელია, პირველ რიგში, ამ საჭიროების განსაზღვრა და შეფასება. სწორედ ამ მიზნით მომზადდა ტესტები 6-დან 11 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის, რაც საშუალებას მისცემს ფსიქოლოგებს შეისწავლონ ბავშვის ქცევა და შემდგომ განათლების სისტემამ შეიმუშაოს მასზე მორგებული სასწავლო გეგმა:
თამარ გაგოშიძე

თამარ გაგოშიძე


”ძალიან ბევრს ჩივიან დღეს სკოლაში მოსწავლის დაუმორჩი-ლებლობასთან დაკავშირებით, ჰიპერაქტიული ქცევების თაობაზე. შესაბამისად, იმის შესაფასებლად, თუ რასთან გვაქვს საქმე და რა საჭიროება აქვს ბავშვს, მომზადდა ეს ტესტები. მასწავლებელი დირექტორთან ერთად აყენებს მოთხოვნას განათლების სამინისტროში არსებულ მულტიდისციპლინურ გუნდთან. გუნდში შემავალი პროფესიონალები, საჭიროებიდან გამომდინარე, აფასებენ ბავშვის მდგომარეობას”, - ამბობს თამარ გაგოშიძე.

შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვების პრობლემებზე მომუშავე სტუდია ”ეი დი სის” თავმჯდომარე გუნა ბიბილეიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ინკლუზიურ განათლებაში სპეციალური პედაგოგების გააქტიურებაზე საუბრობს. მისი თქმით, იმისათვის, რომ განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდების სასწავლო პროცესში ჩართულობა იყოს სრულყოფილი და ამის პარალელურად სწავლის პროცესი არ დაირღვეს სხვა დანარჩენი მოსწავლეებისთვის, აუცილებელია, რომ
ჩვენ შეგვიძლია, რომ სისტემას მივცეთ რესურსი თუნდაც დამხმარე პედაგოგების სახით. თითოეულ რაიონში თითო ასეთი არასამთავრობო ორგანიზაცია და დღის ცენტრი მაინც არსებობს. ეს არის გარკვეული რესურსი იმისთვის, რომ სკოლებმა ითანამშრომლონ არასამთავრობო ორგანიზაციებთან...

სკოლებში არსებობდნენ სპეციალური პედაგოგები, რომლებიც ერთგვარ დახმარებას გაუწევენ სკოლის სხვა პედაგოგებს. გუნა ბიბილეიშვილს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით არასამთავრობო სექტორისა და საგანმანათლებლო სისტემის მჭიდრო თანამშრომლობა:

”ჩვენ შეგვიძლია, რომ სისტემას მივცეთ რესურსი თუნდაც დამხმარე პედაგოგების სახით. თითოეულ რაიონში თითო ასეთი არასამთავრობო ორგანიზაცია და დღის ცენტრი მაინც არსებობს. ეს არის გარკვეული რესურსი იმისთვის, რომ სკოლებმა ითანამშრომლონ არასამთავრობო ორგანიზაციებთან - ან კადრები წაიყვანონ სკოლაში, ან დაატრენინგონ სკოლის პედაგოგები, ან სკოლის შემდეგ გადაიყვანონ ბავშვები დღის ცენტრებში. ეს ასე არ ხდება და შედეგიც სახეზეა. ამ ბავშვებს, რა თქმა უნდა, იღებენ სკოლებში, მაგრამ ეს, გარკვეულწილად, ფორმალურ ხასიათს ატარებს”.

როგორც განათლების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის წევრი მაია წულაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, იქიდან გამომდინარე, რომ სკოლა თავად განსაზღვრავს საკუთარ ბიუჯეტს, სწორედ სკოლის გადასაწყვეტია, აიყვანს თუ არა ის სპეციალურ პედაგოგს, რომელიც განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებთან იმუშავებს. თავად სამინისტრო კი ამგვარ რეკომენდაციას ინკლუზიური განათლების პროცესში ჩართულ ყველა საჯარო სკოლას აძლევს.
XS
SM
MD
LG