Accessibility links

ამ კვირაში უცხოეთის პრესის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო სამმა თემამ: სომხეთში მიმდინარე ფართომასშტაბიანმა საპროტესტო აქციებმა, საბერძნეთის მოლაპარაკებამ თავის მევალეებთან და „ვიკილიკსის“ მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის ეროვნული უშიშროების სააგენტო ჯაშუშობდა საფრანგეთის ბოლო სამ პრეზიდენტზე.

სომხეთის დედაქალაქში გრძელდება 22 ივნისს დაწყებული საპროტესტო აქცია ელექტროენერგიის გადასახადის გაძვირების წინააღმდეგ. დემონსტრანტები მთავრობისგან ითხოვენ არ დაუშვას რუსული კომპანიის მიერ ელექტროენერგიის ტარიფის 16 %-ით გაძვირება, მაგრამ სომხეთის მთავრობა აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას ვერ შეცვლის. დემონსტრანტები ქუჩებში რჩებიან და ახლა უკვე აყენებენ ახალ მოთხოვნებსაც, მათ შორის, დაისაჯონ 23 ივნისის აქციის ძალადობრივად დარბევის ბრძანების გამცემები. სომხეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება დიდი ბრიტანეთის გაზეთი “გარდიანი”:

“ბევრი რუსი ანალიტიკოსი ნაჩქარევ დასკვნას აკეთებს, რომ ამ კვირის ერევნის საპროტესტო აქციები და შემდეგ მათი სომხეთის მთავრობის მიერ დაშლა იძლევა ახალი „მაიდნის“ წარმოშობის შანსს. ეს იქნებოდა მოსკოვის წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რომელსაც დასავლეთი გამოიყენებდა თავისი გეოპოლიტიკური მიზნებისთვის. მაგრამ რაც სომხეთში ხდება, ნამდვილად არ არის ის, რაც ხდებოდა უკრაინაში. ჯერ ერთი, რუსეთი სომხეთს თავის სტრატეგიულ პარტნიორად განიხილავს. მეორეც, სომხეთის მთავრობისა და ხალხის დამოკიდებულება რუსეთთან ერთმანეთისგან არ განსხვავდება. სომხეთის მთავრობაში ზოგი რუსეთთან ურთიერთობას ეჭვქვეშ აყენებს, ქუჩებში კი ბევრს სურს ამ ურთიერთობის გაღრმავება”.

აი, რას წერს სომხურ-ინგლისურენოვანი ონლაინგამოცემა “Armenia Weekly”:

“ეს საპროტესტო აქციები მკაფიო ცვლილებას წარმოადგენს წარსულში არსებული პოლიტიკის მხრივ. ამ მოძრაობას ის ახალგაზრდა აქტივისტები უდგანან სათავეში, რომლებიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განვითარდნენ სხვადასხვა დამოუკიდებელი სამოქალაქო ინიციატივების საშუალებით. ისინი სომხეთში სამოქალაქო ჩართულობის ახალი სულისკვეთების ჩამოყალიბებას უწყობენ ხელს. ეს სულისკვეთება, პირველ რიგში, გულისხმობს უარის თქმას ერთპიროვნულ ლიდერსა თუ ერთპარტიულ პოლიტიკაზე. ამ აქტივისტების მთავარი დევიზი, “ჩვენი ქვეყანა ჩვენვე გვეკუთვნის”, ხაზს უსვამს იმედს, ძალასა და პასუხისმგებლობას ქვეყნის მომავლისთვის, იმ პასიურობისა და იმედგაცრუებულობის ნაცვლად, რომელიც ასე ხშირია სომხეთში.

უცხოეთის პრესა ანა ლომთაძე ამ კვირაში უცხოეთის პრესის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო სამმა თემამ: სომხეთში მიმდინარე ფართომასშტაბიანმა საპროტესტო აქციებმა, საბერძნეთის მოლაპარაკებამ თავის მევალეებთან და „ვიკილიკსის“ მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის ეროვნული უშიშროების სააგენტო ჯაშუშობდა საფრანგეთის ბოლო სამ პრეზიდენტზე. სომხეთის დედაქალაქში გრძელდება 22 ივნისს დაწყებული საპროტესტო აქცია ელექტროენერგიის გადასახადის გაძვირების წინააღმდეგ. დემონსტრანტები მთავრობისგან ითხოვენ არ დაუშვას რუსული კომპანიის მიერ ელექტროენერგიის ტარიფის 16 %-ით გაძვირება, მაგრამ სომხეთის მთავრობა აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას ვერ შეცვლის. დემონსტრანტები ქუჩებში რჩებიან და ახლა უკვე აყენებენ ახალ მოთხოვნებსაც, მათ შორის, დაისაჯონ 23 ივნისის აქციის ძალადობრივად დარბევის ბრძანების გამცემები. სომხეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება დიდი ბრიტანეთის გაზეთი “გარდიანი”: “ბევრი რუსი ანალიტიკოსი ნაჩქარევ დასკვნას აკეთებს, რომ ამ კვირის ერევნის საპროტესტო აქციები და შემდეგ მათი სომხეთის მთავრობის მიერ დაშლა იძლევა ახალი „მაიდნის“ წარმოშობის შანსს. ეს იქნებოდა მოსკოვის წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რომელსაც დასავლეთი გამოიყენებდა თავისი გეოპოლიტიკური მიზნებისთვის. მაგრამ რაც სომხეთში ხდება, ნამდვილად არ არის ის, რაც ხდებოდა უკრაინაში. ჯერ ერთი, რუსეთი სომხეთს თავის სტრატეგიულ პარტნიორად განიხილავს. მეორეც, სომხეთის მთავრობისა და ხალხის დამოკიდებულება რუსეთთან ერთმანეთისგან არ განსხვავდება. სომხეთის მთავრობაში ზოგი რუსეთთან ურთიერთობას ეჭვქვეშ აყენებს, ქუჩებში კი ბევრს სურს ამ ურთიერთობის გაღრმავება”. აი, რას წერს სომხურ-ინგლისურენოვანი ონლაინგამოცემა “Armenia Weekly”: “ეს საპროტესტო აქციები მკაფიო ცვლილებას წარმოადგენს წარსულში არსებული პოლიტიკის მხრივ. ამ მოძრაობას ის ახალგაზრდა აქტივისტები უდგანან სათავეში, რომლებიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განვითარდნენ სხვადასხვა დამოუკიდებელი სამოქალაქო ინიციატივების საშუალებით. ისინი სომხეთში სამოქალაქო ჩართულობის ახალი სულისკვეთების ჩამოყალიბებას უწყობენ ხელს. ეს სულისკვეთება, პირველ რიგში, გულისხმობს უარის თქმას ერთპიროვნულ ლიდერსა თუ ერთპარტიულ პოლიტიკაზე. ამ აქტივისტების მთავარი დევიზი, “ჩვენი ქვეყანა ჩვენვე გვეკუთვნის”, ხაზს უსვამს იმედს, ძალასა და პასუხისმგებლობას ქვეყნის მომავლისთვის, იმ პასიურობისა და იმედგაცრუებულობის ნაცვლად, რომელიც ასე ხშირია სომხეთში. 24 ივნისს „ვიკილიქსის“ მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, ამერიკის ეროვნული უშიშროების სააგენტო უთვალთვალებდა საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს და მის ორ წინამორბედს, ნიკოლა სარკოზის და ჟაკ შირაკს, 2006-2012 წლებში. იმავე დღეს პრეზიდენტმა ოლანდმა განაცხადა, რომ საფრანგეთი „არ შეეგუება“ ქმედებებს, რომლებიც მის უსაფრთხოებას დაემუქრება, ხოლო საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა ვაშინგტონს მოუწოდა “გააკეთოს ყველაფერი, რათა გამოასწოროს ის ზიანი”, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობას მიადგა. საფრანგეთის კონსერვატიული გაზეთი “ფიგარო” აშშ-ს ღიად აკრიტიკებს: “საფრანგეთის ნდობა დიდი ხნით შეირყა. ამ სავალალო ამბის პერსონაჟები, წესით, ერთად უნდა მუშაობდნენ/უნდა თანამშრომლობდნენ როგორც მოკავშირეები ირანის ატომური იარაღის ამბიციების, რუსეთის მანევრებისა და დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ბარბარიზმის წინააღმდეგ. უკვე ჩაგვესმის ალი ხამენეის, ვლადიმირ პუტინისა და “ხალიფ” ალ-ბაღდადის სარკასტული კომენტარები: „მოკლედ, აშშ-ის პრეზიდენტები საფრანგეთის პრეზიდენტებთან სიფრთხილეს იჩენენ…თავისი გრანდიოზული/დრამატული გამოსვლების მიუხედავად, ბარაკ ობამას არ შეუცვლია ბუშისა და ჩეინის მეთოდები. ეს არის სტრატეგიული შეცდომა, რომელიც ამერიკის სტატუსს შეიწირავს, და კიდევ ერთი მარცხი აშშ-ის ამ პრეზიდენტის, რომელსაც საფრანგეთი მხარს უჭერდა”. “ფიგაროსგან” განსხვავებული ხედვა აქვს სლოვაკეთის ლიბერალური ორიენტაციის გაზეთ “სმეს”: “იმ საჯარო გაბრაზებას, რომელიც ფრანგმა პოლიტიკოსება გამოხატეს, ვაშინგტონში ღიმილის მეტი არაფერი მოუტანია, მით უმეტეს, რომ, როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, პარიზმა, სულ ცოტა, ხუთი წელია იცის, რომ მის სამ ბოლო პრეზიდენტზე ჯაშუშობდნენ. კი ბატონო, პარიზს სხვა არჩევანი არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ დაედგა ეს საჯარო ისტერია და ჯაშუშობისთვის „მიუღებელი“ ეწოდებინა, მაგრამ ყველა ჯაშუშობს. მარტში გერმანიასაც მოუწია იმის აღიარება, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ჯაშუშობდა საფრანგეთზეც და სხვა ახლო მოკავშირეებზეც. ფრანგი პოლიტიკოსები კიდევ რამდენიმე დღე ივლიან გაცხარებული, მაგრამ, როგორც ეს აშშ-ის ეროვნულმა უშიშროების სააგენტომაც უნდა დანამდვილებით იცოდეს, მას არც საფრანგეთი ჩამოუვარდება”. რას წერენ ამ ამბავზე აშშ-ის პრესაში? “ვაშინგტონ პოსტში” ვკითხულობთ: “უკანასკნელ ხანებში გამოაშკარავებულმა ამბავმა ორი ქვეყანა გამოუვალ, დამაბნეველ მდგომარეობაში ჩააყენა. ერთი მხრივ, ეჭვქვეშ დადგა საფრანგეთის ჯაშუშობასთან გამკლავების შესაძლებლობა, მეორე მხრივ, აღმოჩნდა, რომ აშშ არა მხოლოდ თავისი უახლოესი მოკავშირეების პირად საუბრებს უსმენს, არამედ ის იმასაც კი ვერ ახერხებს, თავისივე საიდუმლო შეინახოს”. დაბოლოს, ჩიხში შევიდა ევროზონის ფინანსთა მინისტრების შეხვედრა საბერძნეთის კრიზისთან დაკავშირებით. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი აკრიტიკებს ამ ქვეყნის საერთაშორისო მევალეებს თავისი მთავრობის ბოლოდროინდელი შეთავაზების მიუღებლობის გამო. ივნისის ბოლომდე ათენმა 1,5მილიარდი ევრო უნდა გადაუხადოს საერთაშორისო სავალუტო ფონდს. მას დამატებით ხუთი დღე მიეცა ახალი წინადადების შემუშავებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, საბერძნეთს დეფოლტი და, სავარაუდოდ, ევროკავშირის დატოვება ემუქრება. აი, რას წერს ამ დაძაბულ ვითარებაზე ჰოლანდიის გაზეთი “ტელეგრააფი”: “იმის მიუხედავად, რომ საბერძნეთი ევროზონის მთლიანი ეკონომიკური გასავალის მხოლოდ 2 %-ს წარმოადგენს, მას მთლიანი ევროკავშირი დახრჩობის პირამდე ჰყავს მიყვანილი. მთავრობების მეთაურთათვის ძალიან დიდი დამცირება იქნება იმის აღიარება, რომ ის სტრუქტურული შეცდომები, რომლებიც ევროს შემოტანისას იქნა დაშვებული, პასუხისმგებელია ქვეყნის მონეტარული ერთობის დატოვებისთვის. მაგრამ ამჟამინდელი გაწევ-გამოწევაც დამამცირებელია. ეს ცხადყოფს, რომ ევრო ჯერ კიდევ იმ კონსტრუქციად რჩება, რომელიც თოკებითა და სკოჩითაა შეკოწიწებული“. საბერძნეთის ონლაინგამოცემა “ვიმა” ერთმნიშვნელოვნად კრიტიკულია გერმანიის პოლიტიკის მიმართ: “გერმანია იმას აკეთებს, რასაც უკვე ბოლო ხუთი წელია ვხედავთ, მაგრამ ახლა კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით: ის იყენებს საბერძნეთის კრიზისს და ამძაფრებს მას, რათა გაიძლიეროს თავისი პოლიტიკური და ინსტიტუციური ჰეგემონია ევროკავშირში. გერმანია ცდილობს საბერძნეთის ნანგრევებზე ააშენოს და გაამაგროს თავისი ძალაუფლება. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ გერმანიას უპრეცედენტოდ აგრესიული ტონი აქვს სხვა ქვეყნებისა და, განსაკუთრებით, მასზე დამოკიდებული ქვეყნების მიმართ”.

საფრანგეთის კონსერვატიული გაზეთი “ფიგარო” აშშ-ს ღიად აკრიტიკებს:

“საფრანგეთის ნდობა დიდი ხნით შეირყა. ამ სავალალო ამბის პერსონაჟები, წესით, ერთად უნდა მუშაობდნენ/უნდა თანამშრომლობდნენ როგორც მოკავშირეები ირანის ატომური იარაღის ამბიციების, რუსეთის მანევრებისა და დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ბარბარიზმის წინააღმდეგ. უკვე ჩაგვესმის ალი ხამენეის, ვლადიმირ პუტინისა და “ხალიფ” ალ-ბაღდადის სარკასტული კომენტარები: „მოკლედ, აშშ-ის პრეზიდენტები საფრანგეთის პრეზიდენტებთან სიფრთხილეს იჩენენ…თავისი გრანდიოზული/დრამატული გამოსვლების მიუხედავად, ბარაკ ობამას არ შეუცვლია ბუშისა და ჩეინის მეთოდები. ეს არის სტრატეგიული შეცდომა, რომელიც ამერიკის სტატუსს შეიწირავს, და კიდევ ერთი მარცხი აშშ-ის ამ პრეზიდენტის, რომელსაც საფრანგეთი მხარს უჭერდა”.

“ფიგაროსგან” განსხვავებული ხედვა აქვს სლოვაკეთის ლიბერალური ორიენტაციის გაზეთ “სმეს”:

“იმ საჯარო გაბრაზებას, რომელიც ფრანგმა პოლიტიკოსება გამოხატეს, ვაშინგტონში ღიმილის მეტი არაფერი მოუტანია, მით უმეტეს, რომ, როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, პარიზმა, სულ ცოტა, ხუთი წელია იცის, რომ მის სამ ბოლო პრეზიდენტზე ჯაშუშობდნენ. კი ბატონო, პარიზს სხვა არჩევანი არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ დაედგა ეს საჯარო ისტერია და ჯაშუშობისთვის „მიუღებელი“ ეწოდებინა, მაგრამ ყველა ჯაშუშობს. მარტში გერმანიასაც მოუწია იმის აღიარება, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ჯაშუშობდა საფრანგეთზეც და სხვა ახლო მოკავშირეებზეც. ფრანგი პოლიტიკოსები კიდევ რამდენიმე დღე ივლიან გაცხარებული, მაგრამ, როგორც ეს აშშ-ის ეროვნულმა უშიშროების სააგენტომაც უნდა დანამდვილებით იცოდეს, მას არც საფრანგეთი ჩამოუვარდება”.

რას წერენ ამ ამბავზე აშშ-ის პრესაში?

“ვაშინგტონ პოსტში” ვკითხულობთ:

“უკანასკნელ ხანებში გამოაშკარავებულმა ამბავმა ორი ქვეყანა გამოუვალ, დამაბნეველ მდგომარეობაში ჩააყენა. ერთი მხრივ, ეჭვქვეშ დადგა საფრანგეთის ჯაშუშობასთან გამკლავების შესაძლებლობა, მეორე მხრივ, აღმოჩნდა, რომ აშშ არა მხოლოდ თავისი უახლოესი მოკავშირეების პირად საუბრებს უსმენს, არამედ ის იმასაც კი ვერ ახერხებს, თავისივე საიდუმლო შეინახოს”.

დაბოლოს, ჩიხში შევიდა ევროზონის ფინანსთა მინისტრების შეხვედრა საბერძნეთის კრიზისთან დაკავშირებით. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი აკრიტიკებს ამ ქვეყნის საერთაშორისო მევალეებს თავისი მთავრობის ბოლოდროინდელი შეთავაზების მიუღებლობის გამო. ივნისის ბოლომდე ათენმა 1,5მილიარდი ევრო უნდა გადაუხადოს საერთაშორისო სავალუტო ფონდს. მას დამატებით ხუთი დღე მიეცა ახალი წინადადების შემუშავებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, საბერძნეთს დეფოლტი და, სავარაუდოდ, ევროკავშირის დატოვება ემუქრება.

აი, რას წერს ამ დაძაბულ ვითარებაზე ჰოლანდიის გაზეთი “ტელეგრააფი”:

“იმის მიუხედავად, რომ საბერძნეთი ევროზონის მთლიანი ეკონომიკური გასავალის მხოლოდ 2 %-ს წარმოადგენს, მას მთლიანი ევროკავშირი დახრჩობის პირამდე ჰყავს მიყვანილი. მთავრობების მეთაურთათვის ძალიან დიდი დამცირება იქნება იმის აღიარება, რომ ის სტრუქტურული შეცდომები, რომლებიც ევროს შემოტანისას იქნა დაშვებული, პასუხისმგებელია ქვეყნის მონეტარული ერთობის დატოვებისთვის. მაგრამ ამჟამინდელი გაწევ-გამოწევაც დამამცირებელია. ეს ცხადყოფს, რომ ევრო ჯერ კიდევ იმ კონსტრუქციად რჩება, რომელიც თოკებითა და სკოჩითაა შეკოწიწებული“.

საბერძნეთის ონლაინგამოცემა “ვიმა” ერთმნიშვნელოვნად კრიტიკულია გერმანიის პოლიტიკის მიმართ:

“გერმანია იმას აკეთებს, რასაც უკვე ბოლო ხუთი წელია ვხედავთ, მაგრამ ახლა კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით: ის იყენებს საბერძნეთის კრიზისს და ამძაფრებს მას, რათა გაიძლიეროს თავისი პოლიტიკური და ინსტიტუციური ჰეგემონია ევროკავშირში. გერმანია ცდილობს საბერძნეთის ნანგრევებზე ააშენოს და გაამაგროს თავისი ძალაუფლება. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ გერმანიას უპრეცედენტოდ აგრესიული ტონი აქვს სხვა ქვეყნებისა და, განსაკუთრებით, მასზე დამოკიდებული ქვეყნების მიმართ”.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG