Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალეკო ცქიტიშვილი და ნინო ცაგარეიშვილი ქალთა და არასრულწლოვანთა პატიმრობის შესახებ


10 სექტემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმრები იყვნენ ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი და ამავე ორგანიზაციის პროექტის კოორდინატორი ნინო ცაგარეიშვილი. გუშინ ადამიანის უფლებათა ცენტრმა წარმოადგინა ანგარიში სახელწოდებით "ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობა საქართველოში". ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორებმა განახორციელეს რამდენიმე დაწესებულების მონიტორინგი, რის შედეგადაც მათ სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში, სადაც სასჯელს იხდიან ქალები და არასრულწლოვნები, არაერთი პრობლემა გამოავლინეს. მათ შორის, ე. წ. სრული შემოწმების დამამცირებელი პროცედურა, ჰიგიენური საშუალებების უკმარისობა, დაგვიანებული/არასათანადო მკურნალობა ქალი პატიმრებისთვის და სხვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG