Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩვენი სტუმრები: ანა არგანაშვილი და გია კაკაჩია


ანა არგანაშვილი, წარმომადგენელი ორგანიზაციისა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“, და ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი გია კაკაჩია.
ანა არგანაშვილი, წარმომადგენელი ორგანიზაციისა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“, და ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი გია კაკაჩია.
29 იანვარს რადიო თავისფლების დილის გადაცემის სტუმრები იყვნენ ანა არგანაშვილი, წარმომადგენელი ორგანიზაციისა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“, და გია კაკაჩია - ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი. ჯანდაცვის სამინისტრო საპატრიარქოს ბავშვთა სახლების მონიტორინგს იწყებს. ამ ინიციატივას წინ უძღოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის (DRI) კრიტიკული ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის თავშესაფრების კონტროლის მექანიზმი არ არსებობს. DRI საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დააწესოს უსაფრთხოების და კონტროლის დამოუკიდებელი მექანიზმები კერძო და საეკლესიო დაწესებულებებში ტრეფიკინგის, ექსპლუატაციის, სისასტიკის და ძალადობის თავიდან აცილების მიზნით. რა ხდება საპატრიარქოს ბავშვთა სახლებში და როგორ ახორციელებს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების დეპარტამენტი თავშესაფრების მონიტორინგს?

გადმოწერა
XS
SM
MD
LG