Accessibility links

logo-print

სტუმრად ჩვენს ეთერში: დიანა ჩაჩუა


ტელეკომპანია "მე-9 არხის" საინფორმაციო სამსახურმა მუშაობის შეჩერების
გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ "მე-9 არხის" საინფორმაციო გამოშვებაში
მომზადებული სიუჟეტიდან გახდა ცნობილი. მათი ინფორმაციით, არხის საინფორმაციო სამსახურმა მუშაობის 10 დღით გაგრძელებასთან დაკავშირებულ შეთავაზებაზე უარი თქვა და კოლექტივმა მუშაობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პრემიერ- მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ თუკი ტელეკომპანია „მე-9 არხსა“ და საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9-ს“ ახალი მფლობელი 1 სექტემბრამდე არ გამოუჩნდა, ის მაუწყებლობას შეწყვეტს. ამის შესახებ გუშინ საზოგადოებამ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებული განცხადებიდან შეიტყო. ტელეკომპანიაზე უარის თქმის მიზეზად პრემიერ-მინისტრმა მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები დაასახელა და განმარტა, რომ მის ოჯახს, ამ თვალსაზრისით, ტელევიზიის ფლობა „უხერხულობას უქმნის“. როგორ აფასებენ მედიის ანალიტიკოსები პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას ტელევიზიის დახურვის შესახებ. რა პლიუსები და მინუსები ახლავს თან ამ გადაწყვეტილებას? რამდენად გამართლებული იყო წინასაარჩევნოდ ტელეკომპანიის დახურვის გადაწყვეტილების მიღება. ამ და სხვა საკითხებზე 20 აგვისტოს რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში ისაუბრა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მედიის ანალიტიკოსმა დიანა ჩაჩუამ.

XS
SM
MD
LG