Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ასათიანის ინტერVIEW ბრაიან უიტმორთან


სალომე ასათიანის ინტერVIEW ბრაიან უიტმორთან
please wait

No media source currently available

0:00 0:30:54 0:00

მიუხედავად არაერთი ანალიტიკოსის თუ ექსპერტის მოსაზრებისა, რომ ტრამპი − წარსულში სატელევიზიო რეალიტი-შოუს ვარსკვლავი, მილიარდერი, პოლიტიკური სისტემისთვის უცხო ფიგურა − ვერ შეძლებდა გაპრეზიდენტებას, ეს მაინც მოხდა. დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების მომავალი პრეზიდენტია. რას მოასწავებს ეს ამერიკისთვის და მთელი მსოფლიოსთვის? ვინ და რატომ დაუჭირა მას მხარი? რას ნიშნავდა ტრამპის საარჩევნო კამპანია, რომელიც შეიცავდა გამორჩეულად შეურაცხმყოფელ მესიჯებს ქალების, უმცირესობების, მიგრანტების მიმართ? როგორ უნდა აღვიქვათ „მუშათა კლასის“ გასაჭირზე მოლაპარაკე დონალდ ტრამპი - ამერიკული სიმდიდრის თუ ფუფუნების ერთგვარი არქეტიპული ფიგურა? რა შეგვიძლია ვთქვათ ამერიკის „კულტურულ ომებზე“, როცა პირველი აფრიკელ-ამერიკელი პრეზიდენტი პოსტს უთმობს მემკვიდრეს, რომელსაც კამპანიის მსვლელობაში კუ-კლუქს-კლანთან დაახლოებული ჯგუფები უჭერდნენ მხარს? რა საფრთხის წინაშე დგას საქართველო, ტრამპის საგარეოპოლიტიკური პრიორიტეტების და პუტინთან მისი დამოკიდებულების გათვალისწინებით? ამ და სხვა საკითხებზე ვესაუბრებით ბრაიან უიტმორს, რადიო თავისუფლების პოლიტიკურ მიმომხილველს.

XS
SM
MD
LG