Accessibility links

logo-print

სტუმრად ჩვენს ეთერში: გია გვილავა


4 ნოემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გია გვილავა, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროექტის მენეჯერი. მან ილაპარაკა "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ წარმოებულ სამოქალაქო საქმეზე. 3 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ქიბარ ხალვაშისა და შპს "პანორამის" სარჩელი. გია გვილავამ "დილის საუბრებში" ილაპარაკა ამ პროცესის კონტექსტსა და პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე კრიტიკული მედიასაშუალების შენარჩუნებისა და ჟურნალისტების დაცვის მნიშვნელობაზე. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" გეგმავს საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების დეტალურ შესწავლასა და შეფასებას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG