გიორგი ცაგარეიშვილი მაჟორიტარულ სისტემაზე
11 ნოემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი ცაგარეიშვილი, დეპუტატი, "თავისუფალი დემოკრატების" წევრი. მან ილაპარაკა საარჩევნო სისტემის შეცვლის საჭიროებასა და ოპოზიციური პარტიების მორიგ ნაბიჯზე - მიაღწიონ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას. 10 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების საინიციატივო ჯგუფმა საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირებისთვის პარლამენტში შეიტანა 240 ათასი მოქალაქის ხელმოწერა.