Accessibility links

გიორგი წაქაძე "მთის კანონის" შესახებ


4 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი წაქაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი. მან ილაპარაკა "საქართველოს კანონზე მაღალმთიანი რეგიონების შესახებ" - ე.წ. "მთის კანონზე". გიორგი წაქაძემ განმარტა კანონის მიზნები, აგრეთვე - რა კრიტერიუმებით ენიჭება დასახლებას მაღალმთიანის სტატუსი, ვის შეიძლება მიენიჭოს მაღალმთიანი დასახლების მუდმივი მცხოვრების სტატუსი და რა შეღავათებია მათთვის გათვალისწინებული. მნიშვნელოვანია მაღალმთიან დასახლებაში მეწარმე სუბიექტისთვის გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათები და მათი განსაზღვრის წესი. "დილის საუბრების" სტუმარმა ილაპარაკა მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის შესახებაც.

XS
SM
MD
LG