Accessibility links

logo-print

სტუმრად ჩვენს ეთერში: გიორგი გობრონიძე


10 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი გობრონიძე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი. მან ილაპარაკა საქართველო-ირანის ურთიერთობის პერსპექტივაზე. გიორგი გობრონიძემ განმარტა ვითარება, რომელიც შეიქმნა ირანის მიმართ გაეროს მიერ დაწესებული სანქციების მოხსნის შემდეგ. საუბრის საბაბი იყო საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება ირანთან უვიზო რეჟიმის განახლებაზე. "დილის საუბრების" სტუმარმა შეაფასა შესაძლებლობები და რისკები, რის წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო რეგიონში დიდი სახელმწიფოების ეკონომიკურ-პოლიტიკური ინტერესების გამო.

გიორგი გობრონიძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ გონივრული საგარეო პოლიტიკის წარმართვის პირობებში საქართველოს შეუძლია თავისი ინტერესებისთვის გამოიყენოს ძალებისა და რესურსების ახლებური განლაგება რეგიონში, მათ შორის - ირანის ახლებური როლიც. ამასთან, გობრონიძე აღნიშნავს, რომ საქართველომ მუდმივად უნდა იზრუნოს რუსეთზე ნებისმიერი სახის დამოკიდებულების შესასუსტებაზე და ყოველთვის აწონოს რა პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს სავარაუდო ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG