Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: გიორგი ლომთაძე


3 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი ლომთაძე, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) ასისტენტ-ანალიტიკოსი. მან ილაპარაკა პროექტის "სტრატეგიული გეგმა "საქართველო 2020" - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება" ფარგლებში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე, რომელზეც საქართველოს განვითარების პერსპექტივაზე მსჯელობდნენ. გიორგი ლომთაძემ აღნიშნა, რომ არსებული სტრატეგიული დოკუმენტი, რეალურად შექმნილი ვითარების გამო, შესასწორებელია. "დილის საუბრების" სტუმარი თვლის, რომ გრძელ ვადაზე გათვლილი, სქელტანიანი სტრატეგიული დოკუმენტი არ ამართლებს, რადგან შეუძლებელია რამდენიმე წლით ადრე მოვლენათა განვითარების პროგნოზირება, როგორც ქვეყანაში, ისე მის გარეთ. გიორგი ლომთაძე შეეხო ევროკავშირთან გაფორმებული შეთანხმებებით განსაზღვრულ სავაჭრო-ეკონომიკურ რეჟიმებსაც და მათ როლს საქართველოში ინვესტიციების მოზიდვაში. სტუმარმა აღნიშნა აგრეთვე, რომ ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება პირდაპირ ურთიერთკავშირშია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG