Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ინგა ალავიძე


9 ივლისს რადიო თავისუფლების გადაცემის სტუმარი იყო კოორდინატორი პროექტისა „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ ინგა ალავიძე. ორგანიზაციამ 2015 წლის 15 თებერვლიდან 15 ივნისამდე გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში განახორციელა პროექტი „უთხარი არა ნაადრევ და იძულებით ქორწინებას!“. პროექტი მიზნად ისახავდა ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინფორმირებას ნაადრევი და იძულებითი ქორწინებით გამოწვეული რისკების, საფრთხეების და ნეგატიური შედეგების და იმ საკანონმდებლო ცვლილების შესახებ, რომლის მიხედვითაც, 2015 წლის 1 აპრილიდან ქორწინების იძულება გახდა ქმედება, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. რა შედეგებით დასრულდა პროექტი და რა იციან ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონში ნაადრევი ქორწინების შესახებ?

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG