Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: ირაკლი კუპრაძე


13 იანვარს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო სტუდენტი ირაკლი კუპრაძე, რომლის ინიციატივითაც თსუ-ს სტუდენტურ საცხოვრებელში კეთილმოწყობილი სამრეცხაო გაკეთდება.

სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში, რომლის ინფრასტუქტურაც გასული საუკუნის 60-იანი წლების შემდეგ არ გაუმჯობესებულა, იქ მცხოვრებ სტუდენტებს საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვთ, ერთ-ერთია სველი წერტილების სიმცირე, ცხელი წყლის არარსებობა და ამ პირობებში ჰიგიენური ნორმების დაცვა. ამ დრომდე სტუდენტები სარეცხს ცივ წყალში ხელით რეცხენ, ახალი ინიციატივა კი საშუალებას მისცემთ, დაზოგონ დრო და ენერგია.

კეთილმოწყობილი სამრეცხაოთი, რომელიც 20 სარეცხი მანქანით იქნება აღჭურვილი, დაახლოებით 2 თვის შემდეგ ამუშავდება უნივერსტეტის ადმინისტრაციის ფინანსური მხარდაჭერით.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG