Accessibility links

logo-print

ირაკლი კუპრაძე სტუდენტურ სამრეცხაოზე


13 იანვარს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო სტუდენტი ირაკლი კუპრაძე, რომლის ინიციატივითაც თსუ-ს სტუდენტურ საცხოვრებელში კეთილმოწყობილი სამრეცხაო გაკეთდება.  სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში, რომლის ინფრასტუქტურაც გასული საუკუნის 60-იანი წლების შემდეგ არ გაუმჯობესებულა, იქ მცხოვრებ სტუდენტებს საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვთ, ერთ-ერთია სველი წერტილების სიმცირე, ცხელი წყლის არარსებობა და ამ პირობებში ჰიგიენური ნორმების დაცვა. ამ დრომდე სტუდენტები სარეცხს ცივ წყალში ხელით რეცხენ, ახალი ინიციატივა კი საშუალებას მისცემთ, დაზოგონ დრო და ენერგია.  კეთილმოწყობილი სამრეცხაოთი, რომელიც 20 სარეცხი მანქანით იქნება აღჭურვილი, დაახლოებით 2 თვის შემდეგ ამუშავდება უნივერსტეტის ადმინისტრაციის ფინანსური მხარდაჭერით.

XS
SM
MD
LG