Accessibility links

logo-print

ირაკლი ქოქრაშვილი და გიორგი ხაჩიძე კომპიუტერულ თამაშებზე


27 იანვარს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ GAMELAB ILIAUNI-ის მენეჯერი ირაკლი ქოქრაშვილი და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სააგენტოს სტრატეგიული განვითარების სპეციალისტი, გიორგი ხაჩიძე. სტუმრებს ვესაუბრეთ კომპიუტერული თამაშების შექმნის პროცესსა და შექმნილი პროდუქციის პოპულარიზაციის გზებზე.  კომპიუტერული თამაშების ინდუსტრია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ბიზნესია, რომელშიც უფრო და უფრო მეტი ადამიანი ერთვება საკუთარი იდეების რეალიზაციისთვის. თანამოაზრეთა საპოვნელად, ახალი პროდუქტების შექმნისთვის და ახალი გამოცდილების შესაძენად თამაშების შემქმნელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალებაა გლობალური გეიმჯემები, რაც ერთგვარი ჰაკათონია, სადაც ჯგუფები განსაზღვრულ დროში, კონკრეტულ თემაზე ქმნიან თამაშების პროტოტიპებს. ასეთი გლობალური გეიმჯემი იმართება 29 იანვარს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული და მობილური თამაშების ლაბორატორიის - Gamelab Iliauni-ის ორგანიზებით და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ტექნოპარკში. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი პროფესიისა და გამოცდილების მქონე ადამიანს, რომელსაც კომპიუტერული თამაშები აინტერესებს.

XS
SM
MD
LG