Accessibility links

“ქალთა საინფორმაციო ცენტრმა” და “ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ” 18 დეკემბერს საქართველოში ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობებისა და სოფლად მცხოვრებ ქალთა საჭიროებების შესახებ ორი გამოკვლევის პრეზენტაცია გამართეს. ქალები ოთხ რეგიონში გამოიკითხნენ - კახეთში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთში. როგორია მათი ეკონომიკური მდგომარეობა და სამეწარმეო შესაძლებლობები საქართველოში, რა ქმნის მთავარ ბარიერებს იმ ქალებისათვის, ვინც ბიზნესის წამოწყებას დააპირებს და რა საჭიროებებზე ლაპარაკობენ ქალები სოფლად? ამ საკითხებზე რადიო თავისუფლება გამოკვლევის ერთ-ერთ ავტორს, „ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელს, ქეთი ფაცაციას გაესაუბრა.

XS
SM
MD
LG