Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: კონსტანტინე კანდელაკი


10 ივლისს რადიო თავისუფლების გადაცემის სტუმარი იყო კონსტანტინე კანდელაკი, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარე. მან ილაპარაკა "საქართველოს თვითმმართველობის კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტზე. სტუმარმა ყურადღება გაამახვილა თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეების მონაწილეობის ეფექტიანი ფორმების დანერგვის მნიშვნელობაზე და კოდექსის ცვლილების არასამთავრობოების მიერ შემუშავებულ ხედვაზე. 9 ივლისს რამდენიმე ათეულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოაწერა ხელი მიმართვას, რომელშიც აღნიშნულია, რომ კანონპროექტის ახლანდელი ვარიანტიდან ამოღებულია "დასახლების საზოგადოებრივი საბჭო", როგორც დასახლების საერთო კრების მუდმივმოქმედი ორგანო. ამგვარი ცვლილების კანონპროექტში შეტანის საჭიროება კი გამოაჩინა საქართველოს ყველა რეგიონის მოქალაქეებთან გამართული ასეულობით შეხვედრის ანალიზმა. პროცესში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები სთხოვენ პარლამენტს მიუბრუნდეს საკითხს და საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ მათთან კონსულტაციების შემდეგ მიიღოს. 9 ივლისს გამართულ საკომიტეტო მოსმენას ვერ დაესწრნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რადგან ქუთაისში სხდომის დანიშვნაზე ცნობა გვიან გავრცელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG