Accessibility links

logo-print

ლევან ღირსიაშვილი: "ჩვენ მივდივართ ძალიან ცუდ პროცესამდე"


საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკადრო პოლიტიკა სასტიკი კრიტიკის ობიექტად იქცა მაღალ თანამდებობებზე იმ პირთა დანიშვნის გამო, რომლებიც გენერალურ პროკურატურასა და კონტრდაზვერვაში მუშაობის დროს ჯაშუშთა საქმის, „მუხროვანის ამბოხის“, ოფიცერ სერგო თეთრაძისა და ფოტორეპორტიორების გახმაურებული საქმეების გამოძიებაში მონაწილეობდნენ და, საზოგადოების ერთი ჯგუფის განცხადებით, წინა ხელისუფლების პოლიტიკურ შეკვეთას ასრულებდნენ. საუბარია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე ვალერი ზუმბაძესა და სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილე რობერტ გრიგალაშვილზე, რომლებმაც 10 თებერვალს საკუთარი სურვილით დატოვეს თანამდებობები და განაცხადეს, რომ სასამართლოს გზით გასცემენ პასუხს მათ მიმართ გავრცელებულ ცილისწამებას. თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ დააკმაყოფილა მაღალჩინოსნების განცხადება, თუმცა არ განუმარტავს, თუ რა მოტივით იხელმძღვანელა სამხედრო უწყებაში იმ პირების დანიშვნის დროს, რომელთა მიმართაც საზოგადოების ერთ ნაწილს უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულება აქვს, და შემდეგ რატომ არ დაიცვა თავისი თანამშრომლების რეპუტაცია. ამ და სხვა შეკითხვებზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ლევან ღირსიაშვილს კობა ლიკლიკაძე ესაუბრა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG