Accessibility links

logo-print

სტუმრად ჩვენს ეთერში: ლევან ცუცქირიძე


20 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ლევან ცუცქირიძე, საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, "მრავალპარტიული დემოკრატიისთვის ნიდერლანდების ინსტიტუტის" (NIMD) წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში. მან ილაპარაკა NIMD-ის დემოკრატიის სკოლების ინიციატივაზე - "13 მითი სტალინის შესახებ", რომლის მიზანია გაავრცელოს სიმართლე იმ მითების შესახებ, რომლებსაც ხშირად იყენებენ სტალინის რეპრესიული, ძალადობრივი მოღვაწეობის გასამართლებლად საქართველოში და სხვაგან. ლევან ცუცქირიძემ ილაპარაკა რეალობისთვის თვალის გასწორების, ისტორიის კრიტიკულად გააზრების მნიშვნელობაზე. "დილის საუბრების" სტუმარმა გააანალიზა მიზეზები, რის გამოც იზრდება სტალინის და მისი ეპოქის მიმართ ნოსტალგია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG