Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: ლიკა საჯაია


29 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ლიკა საჯაია, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" საპარლამენტო მდივანი. მან ილაპარაკა საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომლის ავტორებსაც სურთ, რომ ფარული მოსმენებისას პერსონალურ მონაცემებზე წვდომის მექანიზმებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ნორმის პარლამენტში წარდგენა 2014 წლის 1 ნოემბრიდან 2015 წლის 1 აპრილამდე გადავადდეს. ლიკა საჯაია არის თანაავტორი პარლამენტის თავმჯდომარისადმი მიმართვისა, რომლის ავტორები იმედს გამოთქვამენ, რომ ის არ დაუშვებს საქართველოში მოსმენების მანკიერი სისტემის არსებობის გახანგრძლივებას. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის წევრებისთვის მიუღებელია ცვლილებების განხილვის გადავადების წარმოდგენილი არგუმენტები.

XS
SM
MD
LG