Accessibility links

logo-print

სტუმრად ჩვენს ეთერში: ლიკა საჯაია


12 მარტს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ლიკა საჯაია, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" საპარლამენტო მდივანი. მან ილაპარაკა პრეზიდენტის მიერ 13 მარტისთვის დანიშნულ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" კრიტიკულად აფასებს საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის დამოკიდებულებას ამ სხდომის მიმართ და თვლის, რომ "პარლამენტის წევრებს უნდა ჰქონდეთ ყველა შესაძლებლობა, დაუბრკოლებლად აწარმოონ ხელისუფლების კონტროლი. თავის მხრივ, პარლამენტმა და მთავრობამ პატივი უნდა სცენ პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს, აღასრულონ მათზე კანონით დაკისრებული მოვალეობები და მიიღონ მონაწილეობა რიგგარეშე სხდომაში, მიუხედავად იმისა, თუ ვისი მოწვევით ინიშნება ის".

XS
SM
MD
LG