Accessibility links

logo-print

სტუმრად ჩვენს ეთერში: მაგდა ნოვაკოვსკა


6 ივლისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო მაგდა ნოვაკოვსკა, გაეროს განვითარების პროგრამის კომუნიკაციების სპეციალისტი. მან ილაპარაკა გენდერული თანასწორობის კონკურსის შესახებ. 6 ივლისს კონკურსის გამარჯვებულებს დააჯილდოებენ. კონკურსის ორგანიზატორია საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო. კონკურსის მხარდამჭერები არიან გაეროს განვითარების პროგრამა და შვედეთის მთავრობა. გენდერული თანასწორობის ჯილდო გაიცემა ოთხ ნომინაციაში: უმაღლესი ჯილდო გენდერული თანასწორობისთვის, ჯილდო გენდერული ბალანსისთვის აღმასრულებელ დონეზე, ჯილდო საუკეთესო ინოვაციური გენდერული პოლიტიკისათვის ორგანიზაციის შიგნით, ჯილდო - საუკეთესო მეწარმე ქალი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG