Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: მანანა რატიანი


12 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნული ცენტრის ექსპერტ კონსულტანტი მანანა რატიანი. მან ილაპარაკა პედაგოგთა და პედაგოგობის მსურველთა გამოცდებზე. საგნობრივი ცოდნის დამადასტურებელი გამოცდების ჩაბარების 10 ათასზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა ზამთრის სესიისთვის. მანანა რატიანი ამბობს, რომ პედაგოგთა პროფესიული განვითარების ცენტრი მასწავლებლებს აქტიურად ეხმარება პროფესიული უნარ-ჩვევების სრულყოფაში და კარიერულ წინსვლაში. სხვა საკითხებთან ერთად, სტუმარმა ილაპარაკა იმაზე, აქვთ თუ არა პედაგოგებს მთელი ქვეყნის მასშტაბით კარიერული წინსვლის თანაბარო შესაძლებლობა.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG