Accessibility links

logo-print

ვაშინგტონში პირველი, ოფიციალური ვიზიტი ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში შეაჯამა.

შეერთებული შტატების დედქალაქში ნატოს მეთაური ნატოს ტრანსფორმაციის სემინარში იღებს მონაწილებს,რომელიც ნატოს ლიდერებსა და ექსპერტებს შორის ყოველწლიური სტრატეგიული ფორუმია და მასზე სავარაუდოდ, ნატოს შემდეგი სამიტის მოსამზადებელ ეტაპებს განიხილავენ. ორგანიზატორებს შორის გაერთიანებული სამეკავშირეო ტრანსფორმაციის ცენტრი და ატლანტიკური საბჭო არიან.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ინტერვიუში უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა, შეაფასა რუსეთის მზარდი აგრესია, და ილაპარაკა მიმდინარე სამხედრო წვრთნებზეც, რომლებსაც ადგილი აქვს რუსეთის საზღვრებთან და არ-აღიარებულ ტერიტორიებზე. ნატოს მეთაური ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანის მოდიფიცირებულ განრიგსაც შეეხო, მითუმეტეს რომ ამ წუთებში ვაშინგტონში ვიზიტს აგრძელებს ავღანეთის პრეზიდენტი, ისაუბრა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მხრიდან მომავალ საფრთხეებზე და ბოლოს, შეაჯამა და ვაშინგტონსა და ჩრდილოატლანტკურ ალიანსს შორის არსებული ურთიერთობები.

იენს სტოლტენბერგი: აღნიშნული წვრთნები, ამასთან, გვარწმუნებს იმაში, რომ რუსეთი დამატებით ხარჯებს ანდომებს თავდაცვის სფეროს, რაც შემდეგ მის მზაობას განაპირობებს ევროპის საზღვრები ძალისმიერი მეთოდებით შეცვალოს. ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი კონტროლიდან არ უნდა გავუშვათ. ფაქტი კი ის არის რომ ამ სამხედრო ვარჯიშების მოულოდნელი ხასიათი, მათი სიხშირე და ტემპი ვითარების სტაბილურობას ხელს არ უწყობს. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ ვხედავთ ნატოს რომელიმე წევრ სახელმწიფოზე გარდაუვალი თავდასხმის შესაძლებლობას, თუმცა ჩვენ ვხედავთ რუსეთს, რომელიც უფრო აგრესიულია თავის მოქმედებებში. ამიტომაც ხდება ნატოს ძალების მობილიზაცია, მათი მზადყოფნის გაძლიერება და სწრაფი რეაგირების კომპონენტის გაზრდა. ჩვენ მართლაც ბევრი რამ გავაკეთეთ ამ მიმართულებით, მართვისა და კონტროლის ძალები გავზარდეთ ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში, ბულგარეთსა და რუმინეთში, ვმუშაობთ რეაგირების შესაძლებლობების დახვეწაზე სხვაგანაც.

გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის რწმენით, რუსეთი მზად არის ევროპის საზღვრები ძალისმიერი მეთოდებით შეცვალოს და დაარღვიოს. ყირიმის ანექსია ამის მაგალითი იყო, ამის შემდეგ მოხდა მინსკის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერა, რომელმაც მშვიდობის მისაღწევად ერთგვარი საფუძველი უნდა შექმნას. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მყიფეა ის პირობები, რომელიც ამ ეტაპზე არსებობს ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით, იენს სტოლტენბერგი ყველა მხარეს მოუწოდებს მისი პირობების შესრულებას.

ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებით სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსი აქუტიურად არის ჩაბმული ამ ტერორისტული ორგანიზაციის მხრიდან მომდინარე საფრთხეების განეიტრალებაში და ამას მის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად ახდენს.

იენს სტოლტენბერგი: რუსეთს აქვს საშუალება ეს შეთანხმება შეასრულოს და გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ უკრაინიდან. ასევე, შეწყვიტოს სეპარატისტთა მხარდაჭერა. ამით ის დიდ ნაბიჯს გადადგამს შეთანხმების შესრულების მიმართულებით და სიტუაციის დეესკალაციას მოახდენს.

„ისლამურ სახელმწიფოს“ მხრიდან მომავალ საფრთხეებს რაც შეეხება, მე ვნახე რამდენიმე ცნობა იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ავღანეთში ბაზების გახსნას შეეცდებიან. ეს კიდევ მეტად უსვამს ხაზს ავღანეთის მხარდაჭერის აუცილებლობას. რაც შეეხება ნატოს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად მიმდინარე ოპერაციებს, ჩვენ „ისლამური სახელმწიფოს“ საფრთხეების დაძლევას წარმატებით ვახერხებთ, პროგრესი საგრძნობია, თუმცა კოორდინაციას ისევ ვაგრძელებთ მოკავშირეებთან.

ინტერვიუს დასასრულს იენს სტოლტენბერგი შეეცადა გაეფანტა ხმები იმასთან დაკავშირთებით, თუ რატომ არ მოხდა მისი და ამერიკის პრეზიდენის შეხვედრა ამ ვიზიტის გამნავლობაში. ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით ის ამერიკის პრეზიდენტს ნატოს მეთაურად გახდომის შემდეგ უკვე შეხვდა და მომავალშიც შეხვდება. ახლა კი, მისი განმარტებით, ორ მხარეს შორის ძალიან კარგი, აქტიური და ნაყოფიუერი ურთიერთობები გრძელდება.

XS
SM
MD
LG