Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: ნაზი ჯანეზაშვილი


23 იანვარს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ნაზი ჯანეზაშვილი, საქართველოს მოსამართლეთა ერთობის აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხზე. ორგანიზაციამ გამოსცა პოლიტიკის დოკუმენტი, რომელშიც არის რეკომენდაციები დისციპლინური სამართალწარმოების მეტად გამჭვირვალებისა და ევროპულ სტანდარტებთან მისადაგებისთვის. ნაზი ჯანეზაშვილმა ილაპარაკა აგრეთვე უზენაესი სასამართლოს მომავალი თავმჯდომარის შერჩევის პროცესზეც და აღნიშნა, რომ პროფესიონალიზმისა და მიუკერძოებლობის გარდა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა იყოს პირი, რომელსაც საჭირო რეფორმების განსაზღვრისა და განხორციელების უნარი ექნება.

XS
SM
MD
LG