Accessibility links

logo-print

ნიკა ჩიტაძე რუსეთ-თურქეთის ინციდენტზე


25 ნოემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნიკა ჩიტაძე, პოლიტოლოგი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი. მან ილაპარაკა რუსეთ-თურქეთის 24 ნოემბრის ინციდენტის შემდეგ შექმნილ საერთაშორისო ვითარებაზე. სამშაბათს თურქეთმა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, ანკარის განმარტებით, საჰაერო სივრცის დარღვევის გამო. რუსეთი ირწმუნება, რომ მის თვითმფრინავს თურქეთის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია და სირიის მხარეს ჩამოაგდეს. რუსეთის პრეზიდენტმა თურქეთი "ისლამური სახელმწიფოს" მხარდაჭერაში დაადანაშაულა. ნატოს გენერალურმა მდივანმა კი 24 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთის მიერ სირიაში განხორციელებული საჰაერო იერიშების უდიდესი ნაწილის სამიზნე არ იყო "ისლამური სახელმწიფოს" ობიექტები.

XS
SM
MD
LG