Accessibility links

logo-print

ნინო დარსაველიძე სამედიცინო ტერმინების გამოყენებაზე


11 თებერვალს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო აუტიზმის საზოგადოების დამფუძნებელი ნინო დარსაველიძე. აუტიზმის საზოგადოებამ შეიმუშავა მემორანდუმი პოლიტიკური შეფასებისას სამედიცინო ტერმინების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ, რომელზე ხელის მოწერის თხოვნითაც მიმართა პოლიტიკურ პარტიებს. "სამეტყველო ენაში ღრმად არის გამჯდარი სამედიცინო დიაგნოზებით “ბრძოლა” ოპონენტის დაკნინების და შეურაცხყოფის მიზნით. ეს პროცესი, ერთი მხრივ, დისკრიმინაციულია როგორც ამ დიაგნოზების მატარებელი ადამიანებისთვს, ასევე მათი ოჯახების და ახლობლების მიმართ. მეორე მხრივ, ის ხელს უწყობს ადამიანების სტიგმატიზაციას, აფერხებს მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობას და ლახავს დემოკრატიული საზოგადოების კიდევ ერთ ფუნდამენტურ პრინციპს - თანაბარ შესაძლებლობებს",  ნათქვამია მემორანდუმში, რომელზე ხელის მომწერებიც აფიქსირებენ მზაობას, მისცენ მაგალითი საზოგადოებას და მეტი სიფრთხილით მოეკიდონ საჯარო გამოსვლებისას გამოსაყენებელ ტერმინებს. რა გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებისა და პოლიტიკოსების მხრიდან აუტიზმის ასოციაციის ინიციატივას, როგორ შეიძლება საზოგადოებამ აჩვენოს საჯარო პირებს მათ მიერ დაშვებული შეცდომები და მათი მავნე ზეგავლენა, რამდენად მნიშვნელოვანია სხვადასხვა თემის წევრების აქტიურობა მათი უფლებების დაცვის საქმეში - ამ თემებზე ლაპარაკობდა ნინო დარსაველიძე.

XS
SM
MD
LG