Accessibility links

სასოფლო-სამეურნეო მიწის მფლობელებს, რომლებიც მას დანიშნულებისამებრ არ იყენებენ, შესაძლოა გადასახადები გაეზარდოთ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამ შინაარსის ინიციატივა ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მუშავდება. სოფლის მეურნეობის მინისტრის სიტყვებით, ინიციატივის მიზანია ქვეყანაში მიწის არც ერთი ნაკვეთი უფუნქციოდ არ დარჩეს. ინიციატივა არ შეეხებათ მცირემიწიან მესაკუთრეებს. რამდენად შესაძლებელია დამატებითი სანქციებით მიზნის მიღწევა? - ამ საკითხზე ნინო ხარაძესთან სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია საუბრობს.

XS
SM
MD
LG