Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ოვაშვილის ფილმმა კარლოვი ვარის კინოფესტივალის გრან-პრი მოიპოვა


გიორგი ოვაშვილი
გიორგი ოვაშვილი

ქართველი რეჟისორის გიორგი ოვაშვილის ფილმი "სიმინიდის კუნძული" პრესტიჟული საერთაშორისო კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელი გახდა. 12 ივლისს ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ კარლოვი ვარიში დასრულდა 49-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, რომლის საკონკურსო პროგრამაში 12 ნამუშევარს შორის წარდგენილი იყო ქართველი რეჟისორის, გიორგი ოვაშვილის ფილმი „სიმინდის კუნძული“. შაბათს თბილისის დროით 22 საათზე სასტუმრო „ტერმალის“ დარბაზში დაიწყო კინოფესტივალის საზეიმო დახურვა და კონკურსში გამარჯვებული საუკეთესო დოკუმენტური და მხატვრული ფილმების, ასევე რეჟისორების და საუკეთესო მსახიობების გამოვლენა. კინოფესტივალის მთავარი პრიზი „ბროლის გლობუსი“ გიორგი ოვაშვილის ფილმს „სიმინდის კუნძულს“ გადაეცა. ფესტივალის შედეგების გამოცხადების შემდეგ ქართველ რეჟისორს კობა ლიკლიკაძე დაუკავშირდა:

please wait

No media source currently available

0:00 0:08:03 0:00
გადმოწერა

XS
SM
MD
LG