Accessibility links

შორენა ლორთქიფანიძე სუს-ის ანგარიშზე


30 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო შორენა ლორთქიფანიძე, თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს წარმომადგენელი. მან ილაპარაკა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) 2015 წლის ანგარიშზე, რომელიც სამშაბათს სუს-ის უფროსის მოადგილემ წარუდგინა დეპუტატებს სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე. შორენა ლორთქიფანიძემ ხაზი გაუსვა სუს-ის ანგარიშვალდებულების საკითხს, აგრეთვე უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე უწყებების კარგი კოორდინაციის საჭიროებას. "დილის საუბრების" სტუმარი თვლის, რომ ანგარიშის წარმოადგენისას ღია მოსმენის რეჟიმშიც კი შესაძლებელი იყო მეტი კონკრეტიზაცია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG