Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: თიკო ცომაია


27 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო თიკო ცომაია, "საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის" ლექტორი, ჟურნალისტი, "საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოების" წევრი. მან ილაპარაკა ზიანსა და რისკებზე, რომლებსაც იწვევს წამების ამსახველი კადრების გავრცელება. ორშაბათს "საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოებამ" გაავრცელა მიმართვა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ძალადობრივი შინაარსის კადრების ტირაჟირება იწვევს მსხვერპლის ხელახალ ტრავმირებას, საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფებისა და მთლიანად საზოგადოების ტრავმირებას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG