"ტერორისტული თავდასხმა" ბრიტანეთის პარლამენტზე
22 მარტს, ნაშუადღევს დიდი ბრიტანეთის პარლამენტზე განხორციელებულ იქნა იერიში, რომელსაც ლონდონის პოლიცია "ტერორისტულ თავდასხმად" აფასებს. საუბარია ორ კოორდინირებული ინციდენტზე. პოლიციის თანახმად, შავ ტანსაცმელში გამოწყობილი თავდამსხმელი შეეცადა პარლამენტში შეღწევას უესტმინსტერის სასახლის მხრიდან და დანით დაჭრა პოლიციელი შესასვლელთან, რომელსაც თემთა და ლორდთა პალატების წევრები იყენებენ. პოლიციამ თავდამსხმელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. პარალელურად იქვე, უესტმინსტერის ხიდზე, ავტომანქანა დაეჯახა 12-ზე მეტ ადამიანს და დააშავა ისინი, რის შემდეგაც შეასკდა პარლამენტის შენობის დამცველ მესერს. ინციდენტის შემდეგ პარლამენტის შენობაში მძიმედ შეიარაღებული სპეცრაზმელები და სამხედრო პოლიციის ნაწილები განთავსდნენ. (ვიდეო: AP/Radoslaw Sikorski/Reuters)
ეპიზოდები
-
მარტი 19, 2024
ვის დარჩება ბახმარო?
-
მარტი 11, 2024
შვილი: გელა მთივლიშვილი
-
თებერვალი 24, 2024
უკრაინელი და რუსი პირისპირ
-
თებერვალი 22, 2024
დეპორტაციის ისტორია - დააბრუნებენ ქართველების ოჯახს ავსტრიაში?
-
თებერვალი 17, 2024
ბიძინა ბარათაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
დაწერეთ კომენტარი