Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ალეკო კვახაძე


სტუმრად ჩვენს ეთერში: ალეკო კვახაძე
please wait

No media source currently available

0:00 0:34:33 0:00

4 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ალეკო კვახაძე, კავკასიოლოგი. მან ილაპარაკა მთიან ყარაბაღში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირების შესახებ. ალეკო კვახაძემ გააანალიზა - ვის რა ინტერესი ამოძრავებს შექმნილ ვითარებაში და რა საფრთხეებს ზრდის ყარაბაღში შეიარაღებული კონფლიქტის ესკალაცია? "დილის საუბრების" სტუმარმა აგრეთვე აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ყველაზე მართებული პოზიცია მედიაციის პროცესში მონაწილეობა იქნება. "დილის საუბრებში" ტელეფონით ჩაერთო პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე. მან აღნიშნა, რომ ვითარების დეესკალაციაში რეგიონის ყველა მოთამაშეს შეუძლია თავისი წვლილის შეტანა, თუმცა, ყველაზე დიდი როლი ეკისრება თავად კონფლიქტის მონაწილე ქვეყნების მთავრობებს და მთავარი იმპულსი სწორედ კონფლიქტში ჩართული მხარეებისგან უნდა წამოვიდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG