Accessibility links

logo-print

31 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ალეკო ცქიტიშვილი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ხელმძღვანელი, კამპანიის "ეს შენ გეხება" მონაწილე. "დილის საუბრების" სტუმარმა ილაპარაკა პირადი ცხოვრების ხელყოფის პრობლემაზე და გზებზე, რომლითაც "ეს შენ გეხებას" მონაწილეებს მის მოგვარებას ცდილობენ. ალეკო ცქიტიშვილმა ილაპარაკა "ეს შენ გეხებას" ისტორიაზე. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა ყველასთვის აქტუალურია და მხოლოდ იმიტომ არ არის მნიშვნელოვანი, რომ მას ვიღაც პოლიტიკოსთა შანტაჟის იარაღად იყენებს. "ეს შენ გეხება" აგრძელებს კონსულტაციებს პოლიტიკურ პარტიებთან.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG