Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ალეკო ცქიტიშვილი და ნიკოლოზ ლეგაშვილი


სტუმრად ჩვენს ეთერში: ალეკო ცქიტიშვილი და ნიკოლოზ ლეგაშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:30:04 0:00

9 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ ალეკო ცქიტიშვილი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ხელმძღვანელი და ნიკოლოზ ლეგაშვილი, "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" იურისტი. მათ ილაპარაკეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ წარმოებულ გამოძიებაზე, რომლის მიზანია 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ომისა და ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულების ჩამდენთა გამოვლენა და პასუხისმგებლობის დაკისრება. "დილის საუბრების" სტუმრებმა განმარტეს სასამართლოს კომპეტენცია და აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს ადეკვატური მოლოდინი გამოძიების მიმართ. ნიკოლოზ ლეგაშვილმა აღნიშნა, რომ სასამართლოს საქმიანობაზე ინფორმაციის გავრცელებისთვის ეფექტიანი იქნებოდა საველე ოფისის გახსნა, სადაც მოქალაქეები მიიღებდნენ პასუხებს შეკითხვებზე, რომლებიც მათ შეიძლება ჰქონდეთ ჰააგის ტრიბუნალზე. ალეკო ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ კვლავაც დაეხმარონ სასამართლოს ომისა და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულით დაზარალებულებთან კომუნიკაციაში. მანვე აღნიშნა, რომ შეუძლებელია ჰააგის ტრიბუნალის მიერ წარმოებული გამოძიების შედეგების პროგნოზირება - დამნაშავე შეიძლება გამოვლინდეს ყველა მხარეს. ნიკოლოზ ლეგაშვილმა ილაპარაკა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებების სირთულეზე. თუმცა, აღნიშნა, რომ იქ შეუსვლელადაც, არსებული მტკიცებულებების საფუძველზეც შესაძლებელია დანაშაულის დადგენა.

გადმოწერა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG