Accessibility links

logo-print

19 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ალეკო ცქიტიშვილი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობაზე.

ალეკო ცქიტიშვილმა აღწერა ვითარება, რომელიც 2008 წლიდან დღემდე შეიქმნა, ოკუპირებული ტერიტორიების სრული იზოლაციის შედეგად. "დილის საუბრების" სტუმარმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ყოფნა ადგილზე სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობასაც უწყობდა ხელს მცირე პროექტების დაფინანსებით, ახლა კი ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამოქალაქო სექტორი, იშვიათი გამონაკლისების გარდა, მხოლოდ ენთუზიაზმის იმედად არის. ერთი მხრივ, პასუხისმგებლობა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში არსებულ დარღვევებზე ოკუპანტ ძალას ეკისრება, თუმცა არ არსებობს მექანიზმი, რომლითაც ცალკეული ადამიანი სამართლის პოვნას შეძლებდა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები ვერ იყენებენ უფლებების დაცვის საერთაშორისო მექანიზმებს, მაგალითად, ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG